სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი ქართველი მუსიკოსები არიან წარდგენილი ოქროს ტალღა 2014-ზე?

2015 წლის 11 ივნისს, 19.30 საათზე კლუბ „ოტიუმში“ ქართული სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა 2014” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

მუსიკალური პროექტი, რომელსაც წარმოადგენს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“(„ფორტუნა“, „ფორტუნა პლუსი“, „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“ ), მეორე წელია რაც საქართველოში ხორციელდება და ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას, ასევე ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ გადასცემს ფულად პრიზს 5 ათასი ლარის ოდენობით. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება ქანდაკება „ოქროს ტალღის“ ლოგოტიპით, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.

წლის სიმღერასთან ერთად კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

წლის მომღერალი ქალი

წლის მომღერალი მამაკაცი

წლის დუეტი

წლის ჯგუფი

წლის ანსამბლი

წლის პოპ სიმღერა

წლის როკ სიმღერა

წლის ქალაქური სიმღერა

წლის ჰიპ-ჰოპ სიმღერა

წლის დებიუტი

წლის სიმღერა

ხალხის რჩეული (ინტერნეტ რჩეული)

Music Box-ის რჩეული

ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

გარდა ამისა, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ იტოვებს უფლებას წარმოადგინოს წლის მანძილზე ეთერში გასული ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებლები და დაასახელოს ფავორიტები. ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიის დღეს. რაც შეეხება ხალხის რჩეულს, მის რეიტინგს გულშემატკივარი ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად ადევნებს თვალს.

„ოქროს ტალღის“ მონაწილეთა სია კონკურსის ფარგლებში 2014 წლის მანძილზე ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით დაკომპლექტდა. პროექტში დღეისთვის 79 სიმღერაა წარდგენილი.

დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ პირველად 2013 წელს ჩატარდა. ხალხის რჩეული სიმღერა გახდა ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტი waterfall, წლის საუკეთესო მომღერალი ქალის ნომინაციაში ჟიურიმ ლელა წურწუმია გამოარჩია, ხოლო მამაკაცებს შორის ლიდერი იყო სტეფანე. რაც შეეხება ანსამბლებს, აქ გამარჯვებული გახდა ანსამბლი 7 კაცა, ხოლო საუკეთესო დუეტის ნომინაციაში ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის სიმღერამ მოიპოვა გამარჯვება. წლის ჯგუფის ჯილდო კახაბერმა მიიღო ხანუმებთან ერთად, მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი ”ოქროს ტალღის” სპეციალური პრიზი ნიკოლოზ რაჭველს გადაეცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100