სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინცესა დიანას წერილები აუქციონზე 21 ივნისს გაიყიდება

პრინცესა დიანას რამდენიმე დღემდე უცნობი და პირი წერილი, რომლებიც მისი საბავშვო ბაღის თანამშრომლის, მარგარეტ ჰოჯის სახელზე იყო დაწერილი, 21 ივნისს, „Royal Memorabilia“-ს აუქციონზე გაიყიდება. ექსპერტების ვარაუდით, წერილების საწყისი ფასი 33 ათასი ამერიკული დოლარი უნდა იყოს.

ორი ქალბატონის მეგობრობა დაახლოებით 20 წელიწადი, ლედი დიანას გარდაცვალებამდე (1997 წელი) გრძელდებოდა. პირველი წერილი 1981 წლის სექტემბრით თარიღდება, სწორედ ამ დროს პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდნენ. უკანასკნელი წერილი კი 1986 წლის ივლისით არის დათარიღებული, სადაც პრინცესა მეგობარს მადლობას უხდის ქორწინების ხუთი წლის თავის მილცვისთვის.

პრინცესა ხელს უბრალოდ, „მის დიანა“ სწორედ ასე აწერდა. რაც შეეხება მილოცვების, აღწერებისა და სურვილების წერილებს იგი ბოლოში აწერდა, „მისის და მისტერ უელსი“. წერილებში რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომაც არის და ისინი არც თუ ისე „პოეტურად“ არის დაწერილი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს წერილები შეუფასებელი რელიქვიაა.

ამ დროისათვის მარგარეტ ჰოჯს დიდი ფინანსური პრობლემები აქვს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა წერილების აუქციონზე გატანა. წინააღმდეგ სემთხვევაში მარგარეტი არასდროს მიმართავდა აღნიშნულ გზას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100