სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2010 წელს შემთხვევით ნაპოვნი ქანდაკება 13 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული

„Christie's“ აუქციონზე გამოტანილია ჰოლანდიელი ხელოვანის, ადრიან დე ვრისის ბრონზეს სკულპტურა. მას „მითიური გმირი, რომელსაც ბურთი უჭირავს“ ჰქვია. აღნიშნული სკულპტურა 2010 წელს ჩრდილოეთ ევროპაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

მეჩვიდმეტე საუკუნეში შექმნილ ქანდაკებას, სააუქციონო სახლის წარმომადგენლები დე ვრისის ერთ-ერთ უნიკალურ ნამუშევარს უწოდებენ. გავრცელებული ინფორმაციით, „მითიური გმირი“ მხატვარმა 1626 წელს დაასრულა და იგი ხელოვანის უკანასკნელი ნაშრომია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 300 წლის განმავლობაში სკულპტურა ერთ-ერთ ისტორიულ სასახლეში ინახებოდა.

„მითიური გმირი“ 13 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ მისმა ფასმა შესაძლოა 30 მილიონ დოლარსაც კი გადააჭარბოს. ამ შემთხვევაში, მან შესაძლოა უკანასკნელი რეკორდი მოხსნას. ევროპული ქანდაკებების აუქციონის წესით გაყიდვის შედეგად შემოსული უმაღლესი თანხა 15 მილიონი ამერიკული დოლარია.

ადრიან დე ვრისი ერთ-ერთი ცნობილი ევროპელი მოქანდაკე იყო. იგი მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. მისი ცნობილი ნამუშევრებია: „ჰერკულესი“, „მერკური“ და „მერკური და პსიხეა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100