სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემი სიყვარული ამაყია, იგი მოწყალებას არ გთხოვს

ჩემი სიყვარული ამაყია,
იგი მოწყალებას არ გთხოვს,
შენი მოგონება ჰყოფნის,
შენი თვალის სხივი ათბობს.
ჩემი სიყვარული ამაყია!
მას ვერ დააჩოქებს დარდი,
ქვეყნად არაფერი აბადია,
ქვეყნად ფეხშიშველი დადის.
ჩემი სიყვარული ამაყია!
იგი მართალია ცამდის,
ქარმა გამოსტაცა,დაუფერფლა
შენი ნაჩუქარი ვარდი.
ჩემი სიყვარული ამაყია!
თავს არ მოგაბეზრებს გწამდეს
ბევრი უხეშობა გაპატია,
კიდევ გაპატიებს რამდენს!
ამ ჩემს სიყვარულზე გადიარა
დაცინვამ წუთისოფლის,
მაინც ჩემი გრძნობა ამაყია!
მხოლოდ მოლოდინი ყოფნის!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100