„ქრისტიანები თავს იკატუნებენ იესო ვითომდა ქალწულისაგან იშვა“ - ანუ სექსი ფილოსოფიაში

ოშო ინდოელი სულიერი მასწავლებელი (გურუ) და ფილოსოფოსი. მისი პოპულარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა სექსისადმი სპეციფიკური მიდგომა, რასაც წარმოგიდგენთ ამ წიგნში. სექსი სიყვარულის გარეშე... როდის იქცევა სექსი ენერგიის ხარჯვად... რით განსხვავდება ქალის და მამაკაცის სექსუალობა... დრო და სექსი... ცოდვის განცდა და არაცნობიერი დამოკიდებულება სექსისადმი... ტანტრა... ნამდვილი ღრმა ორგაზმის ტექნიკა...

აი რას წერდა ოშო სექსის შესახებ.

სექსი – ეს რაღაც არნახულად ფასეული რამ არის, რამეთუ თქვენ მის შედეგად გაჩნდით, რამეთუ მისით ტკბება მთლიანად არსებობა, რამეთუ თავად არსებობა სექსუალურია. უფალმა აირჩია სექსი სამყაროში მისი დასწრების საშუალებად, მიუხედავად ქრისტიანების სულელური მტკიცებისა, რომ იესო ვითომდა ქალწულისაგან იშვა. ისინი თავს იკატუნებენ, თითქოს სექსს იესოს დაბადებასთან არავითარი საერთო არ ჰქონია. ისინი ისეთ ძლიერ შიშს განიცდიან სექსის მიმართ, რომ უმანკო ჩასახვის ისტორიის მსგავს არაკებს იგონებენ. საწყალი მარიამი; უდაოა ის, რომ მარიამი უმანკო იყო სულიერად, თუმცა შეუძლებელია მოხვიდე სიცოცხლეში იმ ენერგიასთან შეუხებლად, რომლადაც სექსი გვევლინება. სხვა კანონები სხეულისთვის უცნობია.

ახშობილი სექსი მახინჯია, ავადმყოფური, ნერვოტული. ჩახშობილი სექსი გარყვნილებად იქცევა. სექსისადმი ეგრედ წოდებულმა რელიგიურმა დამოკიდებულებამ გარყვნილი სექსუალურობის გაჩენამდე, აბსოლუტურად ნერვოტული სექსუალური კულტურის წარმოშობამდე მიგვიყვანა. მე არ ვარ ამგვარი მიდგომის მომხრე სექსი ბიოლოგიური ფაქტია. მასში არ არის არაფერი არასწორი, მასში არ არის არაფერი ცუდი. არ ღირს სექსთან ბრძოლა, თორემ ის გარყვნილებად გადაიქცევა,

არასწორია იმის მტკიცება, რომ თუ სექსს შორს მოისვრის, ადამიანი ღვთაებრივს მიაღწევს. ამგვარი მტკიცება მცდარია. ადამიანი, რომელმაც ბრილიანტები იპოვა, გადაყრის ქვებს, რომელიც მანამდე ჰქონდა, თუმცა საწინააღმდეგოს თქმა ჭეშმარიტება არ იქნება. ქვები შეიძლება გადააგდოთ, მაგრამ ეს მოქმედება იმას არ ნიშნავს, რომ ალმასები იპოვეთ.

თქვენ რომ “პლეიბოი” ინდოეთის იმ ხალხებს აჩვენოთ, ცხოვრებაში ტანსაცმელი რომ არ ჩაუცვამთ, გაეცინებათ. მე ვცხოვრობდი მათთან, ველაპარაკებოდი მათ და ისინი იცინოდნენ. თვალებს არ უჯერებდნენ და მეკითხებოდნენ: “რა არის ეს?” ისინი შიშვლები ცხოვრობენ, ამიტომ მათთვის ცნობილია, როგორ გამოიყურება ქალი, როგორ კი _ კაცი. შიშველი ადამიანის ფოტოსურათი მათ ახალს არაფერს ეუბნება. პორნოგრაფია თქვენმა ღვთისმსახურებმა შექმნეს; ისინი არიან მისი საფუძველი და დასაყრდენი.

და მოაშორეთ, თუ შეიძლება ქალს წარწერა “ლედი” საშუალება მიეცით პარტნიორ ქალს, აქტიური იყოს, რადგან როცა ქალი აქტიურია, ის უფრო მალე აღწევს ორგაზმს. თუ ქალი კუნძივით უმოძრაოდ დევს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ…

ნუ ფიქრობთ, რომ საწოლში მხოლოდ მეძავები არიან აქტიურები, რომ მხოლოდ მეძავებს შეუძლიათ, ალერსი აჩუქონ მთელ თქვენს სხეულს. ნებისმიერი ქალი სიხარულით ითამაშებდა თავისი პარტნიორის სხეულით, რომ არა შიში, მეძავად არ გამოჩნდეს. არ მიკვირს, რომ ყველაზე ლამაზი ქალების ქმრებიც კი დღემდე საროსკიპოებში დადიან. რატომ? იმიტომ, რომ მეძავებს შორის “ლედის” ვერ იპოვით.

(მომზადებულია ვიკიპედიასა და http://michaelimages.wordpress.com/ - ის მიხედვით)

კომენტარი