სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ ლექსში პოეტმა ქალმა უსაზღვრო ვნება ჩაატია

მენატრებოდი და არტახებს იგლეჯდა მკერდი!
გიხმობდი ჩემად, ზესურვილი დიოდა ტანში,
აწყვეტილ გრძნობებს მოცახცახე სუნთქვაში ვტევდი,
ვნების ჭენებას თოხარიკით მივდევდი კვალში.

გაცლიდი სამოსს , ავგაროზად გკიდებდი ალერსს,
გათრობდი უხმოდ სხეულიდან დაწურულ ჟინით,
ალმურს ვახვევდი დასაკოცნად მიბნედილ თვალებს
და ასე შენში გადმოცლილი ვრჩებოდი დილით.

ვერ გთმობდი მაინც, დავესესხე სიცოცხლეს დრო და
გიკრავდი სუნთქვას ბაგეებზე დამცხრალი ქალი,
მომცრო ოთახში გარიჟრაჟის სიგრილე თრთოდა
და ბედის სანთელს უმოწყალოდ აქრობდა ქარი...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100