სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ იგავის არსს ყველა თუ გაითავისებს, სამყარო უკეთესი იქნება

ერთხელ 50 კაციანი ჯგუფი ესწრებოდა სემინარს.

მოულოდნელად ლექტორი გაჩერდა და გადაწყვიტა წამოეწყო ჯგუფური სამუშაო.
მან ყველას დაურიგა ბუშტი.

თითოეულ მათგანს სთხოვა დაეწერათ თავიანთი სახელი მარკერით. შემდეგ ყველა ბუშტი შეგროვდა და განთავსდა ცალკე ოთახში.

შემდეგ ამ ჯგუფს მისცა უფლება შესულიყვნენ და 5 წუთის განმავლობაში ეპოვნათ ბუშტი, რომელზეც იყო მათი სახელი. ყველა გამალებული ეძებდა თავის სახელს, ეჯახებოდა ერთმანეთს, ხელს კრავდნენ და იყო სრული ქაოსი.

5 წუთის გასვლის შემდეგ ვერავინ შეძლო ეპოვნა თავისი ბუშთი.

მოგვიანებით ლექტორმა თითოეულს სთხოვა აეღოთ ერთი ბუშტი, რაც ხელში მოხვდებოდა და მიეცა იმ პერსონისთვის, ვისი სახელიც იქნებოდა მასზე.

5 წუთის შემდეგ ყველას ქონდა თავისი ბუშტი.

ლექტორმა მათ უთხრა - "სწორედ ეს ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ირგვლივ ყველა გამალებული ეძებს ბედნიერებას და არავინ იცის ის სად არის.

ჩვენი ბედნიერება მდგომარეობს სხვა ადამიანთა ბედნიერებაში. მივცეთ მათ თავიანთი ბედნიერება, ჩვენ მივიღებთ ჩვენს საკუთარს.

და ეს არის ადამიანის სიცოცხლის დანიშნულება."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100