სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბედნიერების დევნაში

ერთხელ, ერთი ბებერი კატა შეხვდა ახალგაზრდა კნუტს, რომელიც ცდილობდა დაეჭირა საკუთარი კუდი. ის თავგანწირული ტრიალებდა წრეზე. ეცემოდა, წამოდგებოდა და ისევ განაგრძნობდა კუდის დევნას.

კატა დიდხანს იდგა და აკვირდებოდა. ბოლოს ჰკითხა:

– რატომ დასდევ საკუთარ კუდს?

– მე მითხრეს, რომ ჩემი კუდი ჩემი ბედნიერებაა, – უპასუხა კნუტმა – ხოდა მეც ვცდილობ დავიჭირო ის.

ბებერმა კატამ ჩაიღიმა და უთხრა:

– დიდი ხნის წინ, როცა შენი ხნის ვიყავი, მეც მითხრეს რომ ჩემი კუდი ჩემი ბედნიერებაა. მე მთელი დღეები დავრბოდი წრეზე და დავდევდი საკუთარ კუდს და ვცდილობდი მის დაჭერას. მე არ ვჭამდი, არ ვსვამდი, ძალაგამოლეული ხშირად ვეცემოდი, მაგრამ არ ვნებდებოდი, მაშინვე წამოვდგებოდი და კიდევ უფრო დიდი თავგანწირვით ვაგრძელებდი მცდელობებს.

ერთხელაც მომბეზრდა ეს ყველაფერი, რადგან მივხვდი რომ კუდს ვერ დავიჭერდი, დავანებე თავი წრეზე უაზროდ ტრიალს და წავედი.

– სად წახვედი? – ჰკითხა კნუტმა.

– უბრალოდ წავედი და იცი უცებ რა შევამჩნიე?

– რა?

– რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი, ჩემი კუდი ყველაგან თან მახლდა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100