ეშმაკის ჩივილი

ეშმაკობაში ვბერდები
და არცთუ ისე უიღბლოდ.
მე ვიყო მართლა ეშმაკი,
სხვაზე ეშმაკი თუ ვიყო.

ნაღდი ეშმაკი მაშინ ხარ,
თუ დრო-ჟამს შენთვის მოიხმარ,
თუ ქვეყნის ამომგდები ხარ
და ხალხს წმინდანი ჰგონიხარ.

გინახავთ მოწამებრივი
მართლმსაჯულების მსახურნი?
მაღალზურგიან სკამებზე
ფრესკებად გამოსახულნი?

ისეთი შებერტყილია,
ისეთი ზოგი მათგანი,
იმათთან, ღმერთო, მართლა ვარ
მამა აბრამის ბატკანი.
................................
წუთისოფელი ომია,
ომი ფუტკრის და კრაზანის
აქლემის ქურდი ნემსის ქურდს,
ხდება, ციხეში აგზავნის.

კომენტარი