სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი ახალგაზრდა ქართველი, რომელიც ლექსებით სუნთქავს

ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები

ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან.

სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები

პასუხს ველოდები: წლები სად მიდიან?

ამ სტრიქონების ავტორს არ ახსოვს ლექსების წერა როდის დაიწყო, უბრალოდ ერთ დღეს როგორც იტყვიან ის ე.წ.“მუზა“ მოფრინდა და ასე შეიქმნა პირველი ლექსიც. ემოცია კი რამაც პირველი ლექსი შეაქმნევინა ბაბუის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი იყო.

20 წლის გიორგი აბუაშვილი ახალგზარდა ქართველი პოეტია.

მისი ლექსები გამთბარია სიყვარულის გრძნობით.

სიყვარულის გარეშე ცხოვრება შეუძლებელიაო ამბობს და ჰყავს კიდეც ადამიანი რომელსაც ლექსების უმეტესობა მიუძრვნა.

ახალგზარდა პოეტს ხშირად შეხვდებით საქველმოქმედო საღამოებზე, სამწუხაროდ საკუთარი პოეზიის საღამოებისა და ლექსების კრებულის ფუფუნება ჯერჯერობით არ აქვს.

საყვქრელი პოეტი ტიციან ტაბიძეა. „ჩემ სულთან ყველაზე ახლოსაა... თუ პოეზიას ჭადრაკის დაფას შევადარებთ მეფე გალაკტიონია, მაგრამ არც ტიციანია უბრალო ფიგურა“ - ამბობს გიორგი.

გთავაზობთ ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტის რამდენიმე ლექსს:

.............

გიჟად შერაცხული სულის აკორდები

ისევ პოეზიის მწვავე არითმია,

სასმელს აყოლილი,

ლექსად ნაბოდები ახლა ვაღიარებ,

ის, რაც არ მითქვია.

მარტოდ დარჩენილი სევდას ჩავეხუტე

მწარე რეალობა არსად გამითვლია.

სითბო დამაკლო და ღამეს გავებუტე

წუთის არსებობა წამად დამითვლია.

სიტყვებს, გაურითმავს ზიზღი მოვაშორე

მუზამ აუხსნელად ხელი ჩაიქნია.

მიდი ბედისწერავ, მთვარე მოაგორე

მაგრამ არ არსებობ, რადგან არ გიქნია...

ასე ანაბარა ზეცას ვეჭიდები

ჩემი კაროლები დამებს არ მიჭრიან.

სათნო მოხუცივით ასაკს ვეჯიბრები

პასუხს ველოდები: წლები სად მიდიან?

გაურკვევლობაში ვეძებ გამოსავალს

დროს ვინ გააჩერებს - მარდად ჩაივლიან.

შვილებს დავუტოვებ ბილიკს, ღვთისკენ სავალს

საფლავს შემყურე კი ცრემლებს დაითვლიან.

ლექსად ვიღვენთები, რითმი განაბული

ისევ პოეზიის მწვავე არითმია.

ალბათ მომეძალა გიჟი სინანული,

ახლა ვაღიარე, ის, რაც არ მითქვია!




კარდიოგრამა...

მიყვარს და ყოველი დილაა

ჩემი ყოველი ფიქრი,

ჩავძირე გემი...

ყველაფერს ვიტყვი,

წარსულის ტკივილს ვინახავ ლექსში,

ვიპარავ ღიმილს,

ვიპოვე შენში ნაცნობი გრძნობა.

ცრემლების ტალღა,

გიქრება ნდობა,

გიხდება დალღა იების ზღვაში,

გვირგვინებს დაწნულს,

ვდუმდები წამში...

დატანჯულ წარსულს შეაშრა მწუხრი.

ნიკოტინს ვიტან, იმატებს კუპრი,

ვეშვები ციდან, რეალურს ვიტყვი.

მიყვარხარ, როგორც მოცარტის ფიქრი...

გიხდება გოგოც... ქალღმერთი მეტად!

წიგნების ფურცლებს,

გადავშლი კენტან ეს გული უძლებს,

ვეწევი რამდენს...

სიყვითლე ჭერზე, ფიქრები მაჩვევს,

ოცნებას შენზე გაგიმხელ სადმე.

რომანტიზმს იგრძნობ,

სიყალბე დაგმე, და მერე ფიქრობ გავიდა წლები... ა

რაგვყავს შვილი, ოხვრითაც დგები,

ყოველ წამს გივლი ნაოჭთა მზერით,

სიბერე მოგვდევს,

ყვითელი ფერი დასცვივა ტოტებს,

პენსიის ფული გავიძლებს ცოტას აგტკივდა გული,

დაიწყებ ყოყმანს, წარსული გიტევს,

სინანულს ეტრფი, მიყვები ფიქრებს,

მაშინ კი გეტყვი, მოგეცი წლები,

გინდოდა კოცნა, იფიქრე ბევრი,

მიწევდა მოცდა სიშორის ზღვარზე,

მიყვარდი მუდამ, ავედი სკამზე...

ტკივილებს ვგუდავ...

მივყევი ფიქრებს... არავართ ორნი!

სხივები მიტევს, თენდება მგონი...

მაცადოს კიდევ, ფინალში გავალ,

ტკივილსაც ვიტევ, წარსულში წავალ...

სუსხიან ღამეს, მარტო ხარ სახლში,

გირჩევდი რამეს, მაგრამ ვარ ქარში აივნის წინ და...

აჩქარდა სუნთქვა, შემოსვლა მინდა,

არავის უთქვამს: - შემოდით შიგნით...

და ხელებს ვათბობ, გაკოცებ ფიქრით,

ოცნებით გნატრობ...

სულშიდაც მცივა, ასე ვარ მარტო,

უშენოდ დილა გათენდა რატო?

გათენდა რატო?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100