სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა თქვა ვან გოგმა ყურის მოჭრის შემდეგ და რას მიაკვლია მეცნიერმა ბეილიმ?

მეცნიერმა მარტინ ბეილიმ პრესაში მხატვრის მიერ ყურის მოჭრის ფაქტის შესახებ პირველ გამოხმაურებას მიაკვლია.

აი, რას წერდა 26 დეკემბერს ფრანგული გამოცემა Le Petit Journal – “გუშინ საღამოს რომელიღაც მხატვარი ჰოლანდიიდან, სახელად ვინსენტი, მას შემდეგ, რაც ყური სამართებლით მოიჭრა, მივიდა საროსკიპოს კართან და დარაჯს ქაღალდის ნაჭერში გახვეული ყური მისცა”. ვან გოგმა მას უთხრა: ”აიღე, ეს სასარგებლო იქნება”. მოგვიანებით პოლიციამ ეს ადამიანი საკუთარ სახლში იპოვა. მისი მდგომარეობა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდა”.
ვან გოგის მიერ ნათქვამი სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ ამ დროს მხატვარი უკვე იტანჯებოდა ფსიქიკური დაავადებით, იმ ღამეს შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას ყური ჩხუბის დროს არ მოუჭრია. შეგახსენებთ, არსებობდა ვერსია, რომ ვან გოგს ყური პოლ გოგენმა მოაჭრა.

მარტინ ბეილის წიგნი «The Sunflowers are Mine: The Story of Van Gogh Masterpiece» 2013 წლის 5 სექტემბერს გამოქვეყნდა. 240-გვერდიან წიგნში მხატვრის ყველაზე ცნობილი ნამუშევრების ისტორია არის მოთხრობილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100