სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რინგზე დამარცხების მიუხედავად ანა ხანჩალიანი სომხურ ვოისში რჩება

ანა ხანჩალიანი სომხური ვოისის კონკურსანტებს შორის რჩება, მან მხოლოდ მწვრთნელი შეიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალგაზრდა მომღერალი ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

“მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი სითბოს გამოხატვისთვის, გვერდში დგომისთვის,გულშემატკივრობისთვის...! ძალიან მიხარია ასეთ თბილ და ლამაზ სიტყვებს რომ მწერთ.ამით მე თქვენ კიდევ უფრო დიდ სტიმულს მაძლევთ:)))
დიდი მადლობა ჩემ მწვრთნელ ჰაიკოს რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და რომელიც ძალიან შემიყვარდა.მიხარია რომ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი ამ პროექტის მეშვეობით!
რინგზე რაც მოხდა მაგას არაუშავს,მიხარია ჩემი კონკურენტის წარმატება იმიტომ რომ ძალიან დავუმეგობრდით ერთმანეთს)) მთავარია 2ვე დავრჩით პროექტში.ახლა კი ჩემს ახალ მწვრთნელს ქრისტინე პეპელიანს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემი გადარჩენისთვის..! ასევე ქალბატონ შუშან პეტროსიანს რომელიც ასევე ძალიან მგულშემატკივრობდა..ახლა კი უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიქაელ პოღოსიანს მისი მოკრძალებულობისთვის, რომელიც მე კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს იმისთვის რომ კარგად წარვსდგე მაყურებლის წინაშე..მადლობა იმ ადამიანებს ვისაც ჩემი წარმატება უხარიათ..ძალიან მიყვარხართ.რაც მთავარია ღმერთს დიდი მდლობა იმ ნიჭისთვის რითიც დამაჯილდოვა და იმ ყველაფრისთვის რაც გამაჩნია!
იმედებს არ გაგიცრუებთ და შემდეგ ტურში სულ მალე ძალიან ლამაზ სიმღერაას შემოგთავაზებთ რომელიც ძალიან მიყვარს!!!” - წერს ანა სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100