სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისისა და თბილისელების უარყოფითი დახასიათება

ეს ჩაბნელებული „სინათლის ქალაქია“

ეს ქალაქი სავსეა უსახლკაროებითა და ცარიელი სახლებით,

ეს ქალაქი სავსეა სნობებით, ნიღბიანებით, გულადი ლაჩრებით, სიმართლის მატყუარა მოყვარულებით, მჩაგვრელებით და დაჩაგრულებით, შურისმაძიებლებით, ყველაზე მეტი კი ამ ქალაქში მატყუარა ცხოვრობს.

ამ ქალაქში ყველა მსახიობია, თამაშობენ სიყვარულს, ერთგულებას, ბედნიერებას, უბედურებას, სიხარულს, ზოგი ტკივილსაც კი თამაშობს. ყველაფერს თამაშობენ საკუთარი თავის გარდა.

ამ ქალაქში ჭირში გვერდით დგომა შეუძლიათ, მაგრამ სხვისი ლხინით გახარება არავინ იცის,

ამ ქალაქში ფული ადამიანის სახელით უყვართ,

ამ ქალაქში გხმარობენ მანამ სანამ ბოლომდე არ გაცვდები,

ამ ქალაქში შენი ულუფიდან მხოლოდ ლუკმა გხვდება წილად,

ამ ქალაქი უცხოების სიყვარული ძალიან მოდურია, მაგრამ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს.

ამ ქალაქში სხვისი დამცირებით მაღლდებიან,

ამ ქალაქში სიყვარულიც იციან, მაგრამ უყვარდებათ მხოლოს ის ვინც/რაც სიყვარულს არ იმსახურებს.

ამ ქალაქში ჭორაობა უყვართ, აზროვნება არა.

ამ ქალაქში ტრაგედიით ერთობიან და კომედიაზე ტირიან.

ამ ქალაქში ბლომად არიან დილეტანტი ეშმაკები, ნამდვილი დემონები კი საკუთარ სახეებს მაშინ აჩენენ, როდესაც ხალხს ანგელოზები ბეზრდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100