სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად გამსახურდია: მუზამ აიღო ქრთამი

მუზამ აიღო ქრთამი, გასწირა ოქროს ვერძი,
სხვას მიეკედლა მუზა, გახდა ღორების მწყემსი,
მისწყდა მის ფრთათა ჩქამი, გახდა პოეტი თერძის
მტრის კართან აიტუზა. მაქო, ძაფი და ნემსი,

მუზამ იყარა ქოში გადაივიწყა გედი,
კალთები აიკეცა, გახდა ბატების ძიძა,
ვაჭარ პოეტთა ბრბოში ირჩია ხარჭის ბედი,
ცქრიალებს მატრაკვეცა. ტრფიალი დაამიწა,

მუზამ გაუგე გემო ო, აღარ გალობს ქნარზე
პატივს, ხალათს და ჩინსა: მზიურ ოცნების ნავში,
"ნურც გამიხსენებ ჩემო, მუზა მიადგა კარზე
დიდებულთ თვალთ ჩინსა'', ვაჭარ პოეტთა კავშირს,

მითხრა და უცებ გაქრა, მათ კი ქვესკნელის ურჩხულს
არც უდარდია ჩემზე, მუზა მიჰგვარეს ხასად,
მუზა გამხდარა აფრა უსმენს ღვთაებრივ ჩურჩულს
დიდ სავდოგართა გემზე. ქვეწარმავალი ნასად.

გადაივიწყა ცრემლოთ დავჯექ და ცრემლი ვღვარე
რარიგ თუთქავდა გულებს, ვჭამე პეშვებით მიწა,
მუზა გამხდარა გრდემლი, თავს მედგა შავი მთვარე
ზედ სჭედენ ვერცხლის ფულებს, და... უცებ გამეღვიძა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100