სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე ჰომოფობი ვარ, რადგან...

მე ჰომოფობი ვარ რადგან სადღაც წამიკითხავს გეები სამყაროს ხელში ჩაგდებაზე, ყველა სფეროში გაბატონებასა და ერთსქესიანი სიყვარულის ბუნების კანონად ქცევაზე ოცნებობენო. მე ჰომოფობი ვარ, რადგან მეშინია მომავლის სადაც:

***

უზარმაზარი თეთრი შენობა, ისეთი უზარმაზარი, რომ ერთ მოზრდილ ქალაქსაც კი დაიტევდა, მკვეთრად განათებული გრძელი დერეფანი, წესრიგი, სისუფთავე და ავისმომასწავლებელი სიჩუმე, პირბადიანი ექიმი მამაკაცები თეთრ ხალათებში..

შენობა სხვადასხვა ფლიგელებადაა დაყოფილი, ერთი ფლიგელი ლაბორატორიებითაა სავსე, აქვეა სპერმის ბანკი, ამ ფლიგელში ბაქტერიაც კი ვერ შეფრინდება, უფრო ზუსტად კი პირველ რიგში ბაქტერია ვერ შეფრინდება...

მეორე ფლიგელი მართლაც საავადმყოფოა, აქ ბევრი პალატაა და საოპერაციო კაბინეტები, ამ ფლიგელში მომავლის გამრავლებისთვის მოქმედება ხდება, პირველ და მესამე ფლიგელში კი უბრალოდ „ინგრედიენტებს ინახავენ“

მესამე ფლიგელი, პირველის მსგავსად ჩვეულებრივი საწყობია მათთვის ვინც ამ შენობის აგების შემდეგ დაიბადა... ჩვენთვის კი 21-ე საუკუნელებისთვის ეს ფლიგელი ალბათ მონათა გალიასთან ასოცირდება... ამ ფლიგელში ქალები ცხოვრობენ, არა კი არ ცხოვრობენ არსებობენ...

ალბათ მიხვდით ეს გეების საოცნებო მსოფლიოა, ეს ის მსოფლიოა, რომლის შექმნაზეც ისინი ოცნებობენ...

ამ მსოფლიოში ქალები ქუჩებში აღარ დადიან, ამ მსოფლიოში ქალები სპერმის ბანკის გვერდით მდებარე ფლიგელში ცხოვრობენ, ამ მსოფლიოში ქალებს მხოლოდ გამრავლების ფუნქცია აქვთ, ამ მსოფლიოში ქალები ხელოვნური განაყოფიერებით ორსულდებიან...

ამ ფლიგელში გაიზარდა, მეორე ფლიგელში მისდასაუბედუროდ ქალად დაბადებული N250535. დიდ თეთრ შენობაში ასეთი წესი იყო, მდედრობითი სქესის ბავშვები მესამე ფლიგელში გადაჰყავდათ, იქ ზრდიდნენ და ორგანიზმის მომწიფების შემდეგ, ხელოვნური განაყოფიერების ცოცხალ ელემენტად იყენებდნენ, ხო ამ მსოფლიოში ქალებს ხელოვნური განაყოფიერებისთვის აუცილებელ ცოცხალ ელემენტებს უწოდებენ. მათ სახელების ნაცვლად რიგითი ნომრები ჰქონდათ, ყველას ერთნაირი რუხი ფერის გრძელი კაბები ეცვათ, ზურგსა და მკერდზე კი საკუთარი ნომერი ეწერა ყველას, ნომრის ქვეშ შედარებით წვრილი შრიფტით, მათი დაბადების თარიღი, სისხლის ჯგუფი და სხვა მონაცემებიც იყო დაწერილი.

18 წლის იყო N250535, როდესაც პირველად იქცა ხელოვნური განაყოფიერებისთვის აუცილებელ ცოცხალ ელემენტად.

განაყოფიერების პროცედურის დასრულების შემდეგ პალატაში გადაიყვანეს, სადაც მასზე ასაკით უფროსი ქალი დახვდა.

-რატომ ვართ აქ? - ჰკითხა N250535-მა დამხვდურ ქალს, მას შემდეგ რაც ექთანმა მამაკაცებმა ოტახი დატოვეს

-შენთვის ეს პირველი იყო?

-რა?

-შენს შიგნით ადამიანი პირველად არის?-მუცელზე დაიდო ხელი ქალმა

-დიახ

- მათ გონიათ, რომ ჩვენ ვერაფერს ვგრძნობთ, გონიათ, რომ ცოცხლები არ ვართ. მე უკვე სათვალავიც კი ამერია, არც კი მახსოვს რამდენი ბავშვი ვატარე მუცლით. შენ ჯერ არ იცი რამხელა ტკივილების გადატანა მიწევდა... შენც იგივე გელის.

-რათ უნდათ ამდენი ბავშვები?

-ბიჭები იქ მიყავთ, გარეთ, ჯანმრთელ გოგონებს მესამე ფლიგელში ტოვებენ

-გარეთ?

-ხო გარეთ

- ადამიანებთან?

- ჩვენც ადამიანები ვართ

-ჩვენ? - გაუკვირდა N250535-ს, მის სახეზე ისეთი გაოცება გამოიხატა ჩვენ 21-ე საუკუნელებს, ზიზღს, რომ მოგგვრიდა

-არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ჩვენ, ქალებიც ადამიანები ვართ

-რა ლეგენდა?

-ლეგენდის თანახმად ოდესღაც ჩვენც გარეთ ვცხოვრობდით, მამაკაცებთან ერთად. ასეთი შენობები კი საერთოდ არ არსებობდა

-რატომ?

- მაშინ სამყარო სხვანაირი იყო.

-როგორი?

-გადმოცემის თანახმად ბავშვები ექიმების გარეშე ჩნდებოდნენო მუცელში. მამაკაცებსა და ქალებს ერთმანეთი უყვარდებოდათ და ამ სიყვარულით ჩნდებოდა ბავშვიო.

-მერე რა მოხდა?

- მერე მათ გაიმარჯვეს

-ვინ?

- ისინი საკუთარ თავს მაღალ რასას ეძახიან. მათ სძულთ ქალები და უყვართ ერთმანეთი

-თუ ვძულვართ რატომ არ გვხოცავენ?

- ვჭირდებით, ათასი რამ გამოიგონეს, მაგრამ ქალის ორგანიზმზე უკეთ ნაყოფის განვითარება ვერცერთმა გამოგონებამ ვერ მოახერხა.

***

რუფუსი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, უცნაურიაო - ასე ამბობდნენ მასზე მეგობრები, უკვე 20 წლის იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ იცოდა რა იყო სიყვარული, სხვებს არ ჰგავდა. კითხვა უყვარდა და ჭადრაკი. მისი მშობლები ანუ მამები შეშფოთებულნი იყვნენ, ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში შეამჩნიეს შვილს, რომ ის უცნაური იყო.

იქნებ შვილმა მაინც შეცვალოს ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულებაო იფიქრეს რუფუსის მამებმა და იმ უზარმაზარ თეთრ შენობას შვილიშვილი დაუკვეთეს.

9 თვის შემდეგ N250535-ს ცისფერთვალება ვაჟი შეეძინა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, მაგრამ მაინც, თუ ბავშვი ჭირვეული იყო, მას დედის რძით იმაზე დიდხანს კვებავდნენ ვიდრე სხვა პატარებს.

N250535-ს ვაჟი კი განსაკუთრებით ჭირვეული აღმოჩნდა, დედის გარეშე გაუჩერებლივ ტიროდა. ბავშვის მამის ანუ რუფუსის მშობლებს კი პატარას სახლში წაყვანა ძალიან ეჩქარებოდათ, სწორედ ამიტომ N250535-ის როგორც საკვები ნივთიერების (ჩვენ, რომ დედის რძეს ვეძახით) წყაროს, დროებით ბავშვთან ერთად წაყვანა მოინდომეს.

ეს თეთრი სახლის წესებს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ რუფუსის ერთ-ერთი მამა იმდენად პატივცემული პიროვნება გახლდათ, რომ უარის თქმა ვერ გაუბედეს და N250535 ცისფერთვალება ახალშობილს დროებით თან გააყოლეს.

რუფუსს 20 წლის იუბილეზე მიართვეს მამებმა ძვირფასი საჩუქარი, ცისფერთვალება ბიჭი და უთხრეს, რომ ეს მისი შვილი იყო. ახალბედა მამამ ყოველთვის იცოდა, რომ ოდესმა ვაჟი შეეძინებოდა, თუმცა ასეთ ადრეულ ასაკში არ ელოდა შვილს.

იმ სამყაროში მამაკაცები 18 წლის ასაკიდან აბარებდნენ სპერმას უზარმაზარი თეთრი შენობის ლაბორატორიებში 7-10 წლის შემდეგ კი იგივე შენობას შვილს უკვეთავდნენ, რუფუსის მამებმა კი მის დაუკითხავად მიიღეს გადაწყვეტილება და შვილიშვილის დაბადება დააჩქარეს. სწორედ ამიტომ უემოციოდ შეხვდა N250535-ის ცისფერთვალება ვაჟს მშობელი მამა.

თითქმის ერთი კვირა გავიდა რუფუსის დაბადების დღიდან, მაგრამ მას საკუთარი შვილი მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. მეშვიდე დღეს კი რუფუსის ცხოვრებაში საბედისწერო წამი დადგა, ღამით ბავშვის ტირილმა გააღვიძა, საწოლიდან წამოდგა და შვილის ოთახსიკენ გაემართა, დერეფანში მიაბიჯებდა უკვე, როდესაც ბავშვის ტირილი შეწყდა, მაგრამ რუფუსმა მაინც შეაღო შვილის ოთახის კარი, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადადგა და გაქვავდა.

N250535 ბავშვს ძუძუთი კვებავდა, მაშინ რუფუსმა პირველად ნახა ქალი... ჩვენ 21-ე საუკუნელები ამას ერთი ნახვით სიყვარულს ვეძახით, მაგრამ რუფუსმა სახელი ვერ მოუძებნა იმას რაც N250535-ის დანახვისას დაემართა... იმ მსოფლიოში ხომ მამაკაცის მიერ ქალის შეყვარება ისეთივე წარმოუდგენელი რამ იყო, როგორც ჩვენთვის რაიმე ნივთის ქალივით შეყვარება...

მთელი ღამე თეთრად გაათენა რუფუსმა, N250535-ის სახე, თმა, თითები, სავსე მკერდი, შეშინებული და პატარა ცისფერთვალება ბიჭისადმი ამოუხსნელი სიყვარულით სავსე თვალები მკვეთრ სურათად ჩაებეჭდა გონებაში. შვილის კვების დროის მოსვლის მოუთმენლად ლოდინი და ოცნებაც კი დაიწყო ყოველდღიურად. ჯდებოდა N250535-ისა და ცისფერთვალება ახალშობილის პირდაპირ სავარძელში და მისთვის აქამდე უცხო ნეტარებას განიცდიდა.

რუფუსს საათობით შეეძლო შვილისა და N250535-ის ცქერა, ბავშვი თითქოს ხვდებოდა მამის გულისთქმას და საკმაოდ დიდხანს უნდებოდა ჭამას.

კიდევ ერთი კვირის შემდეგ კი მორიგი საოცრება მოხდა რუფუსის ცხოვრებაში. იმ დღეს ერთ-ერთმა მამამ მეგობართან გაიყოლა რუფუსი, სახლში დაბრუნებულს კი ერთი სული ჰქონდა N250535-ს სახე დაენახა, ამიტომ გვიან ღამით, როდესაც ყველას ეძინა, ჩუმად გაიპარა იმ ოთახისკენ სადაც თავისი შვილის დედა ეგულებოდა.

N250535-ს ეძინა, რუფუსი მის საწოლზე ჩამოჯდა, დიდხანს უცქერდა მისთვის უცხო არსებების ერთ-ერთ წარმომადგენელს, მერე ხელზე შეეხო, ნელა, ნაზად ეფერებოდა, კოცნიდა მისი სხეულის ყოველ ნაწილს. N250535-ს გაეღვიძა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, შეშინებული სახით დაემორჩილა საკუთარი შვილის მამას...

ეს იყო ქალისა და მამაკაცის პირველი სექსი, იმ მსოფლიოში, სადაც ქალების ადამიანობა, მხოლოდ დიდი თეთრი შენობის მეორე ფლიგელში ახსოვთ და ისიც მხოლოდ ლეგენდის სახით.

7 დღეს გასტანა რუფუსისა და N250535-ის ბედნიერებამ, 7 დღის შემდეგ რუფუსის მამებმა შვილის „ამორალური“ საქციელის შესახებ ყველაფერი გაიგეს.

გავლენიანი მამა სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა და რუფუსის მოკვლით იმუქრებოდა, მეორე მამა კი სასოწარკვეთილი იყო და ტიროდა.

-ეს რა გაგვიკეთე-ცრემლიანი თვალები მიაპყრო რუფუსს სასოწარკვეთილმა მამამ-რუფუსს ხმა არ ამოუღია, საკუთარი მშობლების მგავსად ისიც თვლიდა, რომ „ამორალური“ იყო მისი და N250535-ის ურთიერთობა-რატომ გააკეთე ეს?-ტირილს არ წყვეტდა სასოწარკვეთილი მამა

-არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ მის გვერდით თავს ისე კარგად ვგრძნობ როგორც არასდროს და არსად არ ვყოფილვარ

-ეგ მეორედ არ წამოგცდეს, სამარცხვინოა შენი საქციელი, ეს რომ ხალხმა გაიგოს შენც მოგკლავ, მამაშენსაც, შენს შვილსაც და თავსაც მოვიკლავ-დაიღრიალა იმ მამამ, რომელიც გაბრაზებული იყო

-შენი მოკვლა რად მინდა მეთვითონ მოვიკლავ თავს ეს, რომ ვინმემ გაიგოს-ზლუქუნს მოუმატა სასოწარკვეთილმა მამამ.

***

პატარა ცისფერთვალება ჩვილი ბავშვური ღიმილით უყურებდა მამას, რომელსაც საოცრად სევდიანი სახე ჰქონდა. მათ პირდაპირ სავარძელში რუფუსის ერთ-ერთი მამა იჯდა, აი ის N250535-ის ისტორიამ ცხარე ცრემლებით, რომ ატირა.

- ზუსტად მისნაირად მიღიმის-გაუბედავად უთხრა რუფუსმა მამას

-შეუძლებელია წყალს ჭიქის გემო ჰქონდეს-უპასუხა მამამ

-იცი თურმე არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც ისინიც ადამიანები არიან

-ისევე როგორც ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა

-ალბათ ტყუილია, მე კი ამ ლეგენდით საკუთარი საქციელის გამართლებას ვცდილობ

-ეგ ლეგენდა არ არის რუფუს, ბევრს მიაჩნია, რომ კაცობრიობის ისტორიის ნაწილია. ოდესღაც ისინიც ადამიანები იყვნენ და მაშინ იმ დროში შენისთანა მამაკაციც იმაზე მეტი იყო ვიდრე ჩემნაირი.

-რას ნიშნავს ჩემისთანა?

-ჩვენ საკუთარ თავებს მაღალი რასა ვუწოდეთ და სამყარო დავიპყარით, შენ კი მაღალი რასის წარმომადგენელი არ ხარ, შენ სხვანაირი ხარ

-რა რთულადაა სამყარო მოწყობილი

-არა რუფუს ამაში რთული არაფერია, ამ სამყაროში ყოველთვის იმარჯვებს ძლიერი, ძალა კი რაოდენობაა... დღეს ჩვენ ვართ ბევრნი და ჩვენია მსოფლიო, მაგრამ შეიძლება გავიდეს ათასწლეულები და შენ და შენნაირებმა ისევ დააბრუნოთ ქალები კაცების ცხოვრებაში.

-ნეტავ სხვაც არის ვინმე ჩემნაირი ახლა?

-რომც იყოს ხმას ვერ ამოიღებს და თავის ბუნებას დამალავს. ჩვენს სამყაროში შენნაირებს მკაცრად სჯიან.

***

N250535 უზარმაზარ თეთრ შენობაში დააბრუნეს, რუფუსის გავლენიანმა და ბრაზიანმა მამამ იმაზეც იზრუნა, რომ გოგონას არასოდეს, არავისთან ეხსენებინა რუფუსი. უზარმაზარ თეთრ შენობაში დაბრუნებისთანავე N250535-ს ხელოვნური განაყოფიერებისთვის უსარგებლო ელემენტის სტატუსი მიანიჭეს და მისი ლიკვიდაცია (ჩვენ, რომ მკვლელობას ვეზახით) მოხდა. N250535-ის თავიდან მოშორება რუფუსის მამას საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა, თუმცა სიმშვიდე და ოჯახის რეპუტაცია მისთვის ნებისმიერ თანხაზე ძვირფასი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100