სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ფილმის „ჯარისკაცის მამა“ ფერადი ვერსია

9 მაისს, თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" დიდ დარბაზში, 19:00 საათზე რეზო ჩხეიძისადმი მიძღვნილი წიგნის - "ვიდექი ისე, როგორც ბერმუხა", პრეზენტაცია გაიმართება. წიგნის პრეზენტაციას იგივე დარბაზში ფილმის „ჯარისკაცის მამა“ ფერადი ვერსიის ქართული პრემიერა მოჰყვება.

"ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსიის რუსული პრემიერა 7 მაისს მოსკოვში, კინოთეატრ "ოქტომბერში" უკვე გაიმართა. აღნიშნულ ვერსიას რუსი მაყურებელი ტელეეთერშიც იხილავს. ფილმის სატელევიზიო პრემიერა 2013 წლის 10 მაისს რუსეთის პირველ არხზე, ადგილობრივი დროით 9 საათსა და 15 წუთზე გაიმართება.

მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებული ფილმი ეთერში 1080i HDTV ვერსიითა და Dolby Digital 5.1 ხმით გავა. რეზო ჩხეიძის ფილმი ჯარისკაცის მამა 1964 წელს არის გადაღებული და ის მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო პოპულარული. მისი ფერადი ვერსია საზოგადოებას 7 მაისს მოსკოვში, ახალ არბატზე, კინოთეატრ "ოქტომბერში" რეზო ჩხეიძის ფილმ "ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსიის პრემიერა გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100