სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლექსი მათთვის ვისაც აღარ უყვარს ან აღარ სურს უყვარდეს

ფეისბუქის ქართულ გვერდებზე, ეს ლექსი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მისი ავტორის ვინაობა უცნობია. სოციალურ ქსელში ის „უცნობი გოგოს ლექსების“ ფსევდონიმით გავრცელებული პოეზიის ნაწილია.

***

გადამიყვარდი! არ გჯერა?

თითქოს არაფრად მიღირხარ,

გულის ცემაც არ გაჩერდა,

როცა ვხედავ, რომ მიდიხარ!

გადამიყვარდი! გეწყინა?

დარდმა გაფანტა გრძნობები,

ბედნიერება მეც მინდა

და შენით აღარ მოვცდები!

გადამიყვარდი! მატყობ ხო?

ცრემლებიც უკვე შევიშრე,

თუ ცდილობ მარტო დამტოვო,

არც უშენობას შევიმჩნევ.

ახლა გიყვარვარ? მერე რა?!

მეც განვიცდიდი იგივეს,

ამჩნევ?! სიტყვები გერევა,

როდესაც სხვისკენ მივიწევ.

გადამიყვარდი! დარწმუნდი,

აღარც ეცადო მომხიბლო,

თუ არ ხარ ჩემი ერთგული

ცხოვრებას მარტოც მოვიწყობ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100