სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ლორიათი მსოფლიო დონის კლუბები დაინტერესდნენ?!

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია, რომელმაც 11 სექტემბერს ესპანეთის ნაკრებთან ჩატარებული თამაშის ფარგლებში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ამ დროისათვის სამედიცინო შემოწმებას გადის. მან თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ტრავმა მიიღო. არავინ იცის რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში ლორია თავის პოზიციაზე რომ დარჩენილიყო და მოედნიდან იძულებით გასვლა რომ არ მოწეოდა.

მიუხედავად ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქართველმა მეკარემ უნიკალური შედეგი აჩვენა. სამედიცინო შემოწმების შედეგბი ხვალ გახდება ცნობილი და გავიგებთ თუ როდის შეძლებს ლორია თანაგუნდელებთან ერთად საქართველოს ღირსების დაცვას.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ლორიათი მსოფლიო დონის კლუბები დაინტერესდნენ. როგორც ცნობილია ბარსელონა, ჟოზე მანუელ პინტუს შემცვლელს ეძებს და არ გამორიცხავს გიორგი ლორიას კანდიდატურის განხილვას. ამასთანავე, ჟოზე მაურინიოს გუნდი უახლოეს მომავალში გამოეთხოვება ანტონიო ადამსს და სათადარიგო მეკარეების სავარაუდო სიაში იგი ქართველი მეკარის შეყვანასაც გეგმავს. ასე რომ იანვრამდე რომელი გუნდიდან მიიღებს გიორგი ლორია შემოთავაზებას ჯერჯერობით გაურკვეველია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100