დინ კარნაზესი - მამაკაცი, რომელმაც 560 კილომეტრი შეჩერების გარეშე დაფარა

დინ კარნაზესი, 42 წლის მამაკაცი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალქე გახლავთ. ეს უკანასკნელი საკუთარ ბიზნესს ფლობს და ჯანსაღი საკვები პროდუქტების წარმოებით არის დაკავებული.

დინმა 560 კილომეტრის დაფარვა შეჩერების გარეშე მოახერხა. შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიადაზე მიღებული მარათონები ამ უკანასკნელისთვის უბრალო მოთელვაა.

„მარათონისთვის მისაღებ მანძილს უბრალოდ, მოთელვისთვის გავრიბავრ. პირველი 80 კილომეტრი ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს. 160 კილომეტრზე დაუძლეველ სურვილს რეკორდის დამყარებისას, ჩემი სხეულიც აჰყვა და შეჩერების სურვილი აღარ მქონდა.

224 კილომეტზე პირველი სპორტული ფეხსაცმელი სრულიად განადგურდა, მისი ძირისგან აღარაფერი დარჩა. წელის არეში ყრუ ტკივილმა იჩინა თავი. არ მაწუხებდა, მაგრამ ხანგამოშვებით სპაზმურ ტკივილში გადადიოდა.

320 კილომეტრი - ორი უძილო ღამე. მაგრამ როცა მთელი ღამის განმავლობაში დარბიხარ, გამთენიისას მეორე სუნთქვა გეხსნება.

336 კილომეტრი - მეორე სპორტული ფეხსაცმელი გადავაგდე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკუთარ სხეულს გვერდიდან ვაკვირდებოდი, საშინელი გრძნობაა.

480 კილომეტრი - მესამე უძილო ღამე. დავრბოდი, მოძრაობა არ შემიწყვეტავს, 40 წამით ჩამეძინა. ვბარბაცებდი და მძღოლები შეშინებული სახით მისიგნალებდნენ. ჰალუცინაციები დამეწყო, ვგრძნობდი, რომ მტაცებელი ცხოველები მომზდევდნენ, ამიტომ ტემპს ვუმატე, გამოვფხიზლდი, მაგრამ ეს ჩემი ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გახლდათ.

488 კილომეტრი - ტკივილმა გამაგიჟა. დავრბოდი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი. შემდეგ არსებული სიტუაცია გავითავისე და პანიკური სიცილი ამიტყდა. შემეშინდა, მაგრამ არ გავჩერდი.

544 კილომეტრი - თითქოს გამოვფხიზლდი. სიჩქარეს ვუმატემ, 16 კმ/სთ სიჩქარით დავიწყე სირბილი.ეს იდეალური მაჩვენებელი იყო ჩემს მდგომარეობაში.

560 კილომეტრი - ჩემი ტანჯვის დასასრული, კალიფორნიის შტატი. უდიდესი სიამოვნებით აღვივსე. სამი კილოგრამი დავიკელი, 40 ათასი კილოკალორია დავწვი. გაჩერების შემდეგ სისუსტემ დამძლია. სამედიცინო დაწესებულებაში გადამიყვანეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ბედნიერი ვიყავი - მე 560 კილომეტრის დაფარვა შეუჩერებლად შევძელი.“

კომენტარი