სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იკერ კასილასის რეკორდი - 95 მოგება ესპანეთის ნაკრებში

ესპანეთის ნაკრების მეკარემ, იკერ კასილასმა, რომელიც სამხრეთ კორეასთან თამაშის ფარგლებში მოედანზე ცვლილების შედეგად გავიდა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მეკარემ თამაში ესპანეთის ნაკრების რიგებში ოთხმოცდამეთხუთმეტედ მოიგო. კასილასმა სულ საკუთარი ნაკრების სასარგებლოდ 130-ჯერ ითამაშა.

ამ შედეგით კასილასმა ეგვიპტელი აჰმედ ჰასანი უკან ჩამოიტოვა. ჰასანიმ 184 თამაშიდან 94 მოგებით დაასრულა.

„ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის. ძალიან სასიამოვნოა და აუცილებლად განვაგრძობ იმავე ტემპით თამაშს. წინ ევრო-2012 მელის. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პეპე რეინას, დიეგო ლოპესსა და ანდრეს პალოპას, რომლებიც ჯანსაღ კონკურენციას მიწევდნენ და ამის საფუძველზე უკეთ თამაშს მაიძულებდნენ“, - აღნიშნა იკერ კასილასმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100