სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რონალდუ: არ ვიცი დავრჩები თუ არა „რეალში“

„მადრიდის რეალის“ ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა „სამეფო კლუბი“ დატოვოს.

„სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ. ამ დროისათვის მე ძალიან ბედნიერი ვარ „სამეფო კლუბში“ თამაშით, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ ერთი ან ორი წელიწადი გასტანს, შემდეგ კი... რთულია წარმოიდგინო, თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „რეალის“ რიგებში 2009 წლიდან იწერება. მანამდე მან ექვსი წელიწადი ითამაშა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სასარგებლოდ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100