სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომან ფიფია: „თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი გერმანელი იქნება“

„თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი, შეიძლება იყოს გერმანელი და ალბათ, გერმანელი იქნება. სახელს ვერ გეტყვით, რადგან იქნება ან ერთი, ან მეორე, მაგრამ სავარაუდოდ, გერმანელი“, - ამის შესახებ თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა, მილიონერმა რომან ფიფიამ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „სპეციალურ რეპორტაჟს“ განუცხადა.

რომან ფიფიამ გუნდში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ ისაუბრა და „დინამოს“ ახალი ეპოქის დასაწყისი ხვალინდელ დღეს, 13 მაისს დაუკავშირა, როცა „დინამომ“ ისტორიაში პირველად, 1981 წელს ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოიპოვა.

„რა თქმა უნდა, რეორგანიზაციას მოჰყვება გუნდიდან ფეხბურთელების გაშვებაც. მათ გვარებს ახლა არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ თვითონაც იციან - ყველა წავა, ვინც არამარტო იმ ხელფასის ღირსი არაა, რასაც იღებს, არამედ არაა ღირსი, ზოგადად, დინამოელი იყოს“, - თქვა რომან ფიფიამ.

მისი თქმით, აქვს ამბიცია, რომ „დინამომ“ ერთხელ მიღწეული ისევ გაიმეოროს, ამისთვის კი მუშაობაა საჭირო.

„ცვაენ უზარმაზარ ტანხას ვხარჯავთ და, აქედან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება, რომ ველოდოთ შედეგს 4-5 წლის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვიქცეოდით ისე, როგორც იქცევა გუნდების უმრავლესობა: დავხარჯავდით 2 მილიონს და ვიტყოდით - ვაცალოთ ამ ბიჭებს და დაველოდოთო, მაგრამ ასე არ არის“.

რომან ფიფიამ ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე „დინამოს“ აკადემიის შექმნაცაა, რათა კლუბს საიმედო ახალგაზრდები დაეზარდოს:

„აკადემიას აკეთებს „ტორპედო“, აკეთებს ასევე, როგორც ვიცი, „ზესტაფონი“ და ეს ძალიან კარგია. კლუბს საიმედო ახალგაზრდები უნდა ჰყავდეს“, - აღნიშნა რომან ფიფიამ „სპეციალურ რეპორტაჟთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100