სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ნაკრებს კლაიპედაში უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს

დღეს, თბილისის დროით 16:30 საათზე კლაიპედაში საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდთან უმნიშვნელოვანეს მატჩს გამართავს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იგორ კოკოშკოვის შეგირდებს ფრატელოს გუნდთან გამარჯვება ესაჭიროებათ, ისევე როგორც ხვალ ბულგარეთის ნაკრებთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო გუშინ სლოვენიასთან 75:87 დამარცხდა, უკრაინამ კი ბულგარეთს 67:56 სძლია.
სამი ტურის შემდეგ D ჯგუფში სამ-სამი გამარჯვებით რუსეთი და სლოვენია ლიდერობენ. საქართველოს, უკრაინისა და ბულგარეთის ნაკრებები თითო მოგებით ჯგუფიდან გამასვლელი მესამე ადგილისთვის იბრძვიან, ჯგუფის ბოლოადგილოსან ბელგიას კი ჯერჯერობით თამაში არ მოუგია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100