სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ედვინ ვან დერ საარის გამოსამშვიდობებლი მატჩი

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მეკარემ, ედვინ ვან დერ საარმა ოთხშაბათს ოფიციალურად დაასრულა კარიერა. გამოსამშვიდობებელ მატჩზე, მისმა გუნდმა „აიაქსი“ დაამარცხა.

საკუთარი კარიერის მანძილზე, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ოცამდე სხვადასხვა ჯილდოს მოპოვება მოახერხა, რომელთა შორისაა ჩემპიონთა ლიგის თასი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი.

ვან დერ საარმა კარიერა „აიაქსში“, 1990 წელს დაიწყო. იგი ამ კლუბში თამაშობდა 1999 წლამდე და ამ დროის მანძილზე მან ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის ოთხჯერ მოპოვება შეძლო, სამჯერ გაიმარჯვა ნიდერლანდების თასსა და სუპერთასში.

მაგრამ მთავარი მიღწევები ევროპის სხვადასხვა კლუბებში ჰქონდა. 1992 წელს „აიაქსმა“ უეფას თასი მოიგო, 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და კონტინენტთაშორისი თასი.

1999 წელს ედვინი ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. თუმცა, იტალიაში იგი მისთვის მიუჩვეველ ამპლუაში, რეზერვში აღმოჩნდა და 2001 წელს ინგლისის „ფუმჰემმა“ იყიდა. სწორედ ამ კლუბში მოახერხა ჰოლანდიელმა საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება. ინგლისელებს საიმედო მეკარე ჰყავდათ, რომელმაც მალევე ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაიმკვიდრა, რომლის მწვრთნელიც, ალექს ფერგიუსონიც გაოცებული იყო ფეხბურთელის ტალანტით.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ჰოლანდიელი საიმედოდ თამაშობდა, სწორედ ასე დაეხმარა გუნდს ჩემპიონის ოთხი ტიტულის მოპოვებასა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების მიღწევაში და სწორედ მიმდინარე წლის მიწურულს, როცა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწია, მაგრამ „ბარსელონასთან“ ორთაბრძოლაში დამარცხდა, ჰოლანდიელმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა და მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

ვან დერ საარმა ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ბრინჯაო. ორჯერ გახდა ევროპის საუკეთესო მეკარე, დაამყარა ინგლისის ჩემპიონატში რეკორდი „მშრალი წუთების“ რაოდენობით – 1311 წუთი და ოფიციალურ მატჩებში – 1013 წუთი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო რეზულტატია.

კარიერის განმავლობაში, ვან დერ საარმა მოასწრო, მსოფლიო ფეხბურთის რამდენიმე თაობის ვარსკვლავთან ერთად თამაში და ისტორიაში შევა, როგორც ერთ–ერთი შეუდარებელი მეკარე.

მეკარის გამოსამშვიდობებელმა მატჩმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავად ჰოლანდიელი აღნიშნული თამაშისთვის ყოფილი კოლეგების გარემოცვაში ემზადებოდა. საბოლოოდ კი მისი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ გარი ნევილი, რიო ფერდინანდი, დენის ბეგკამპი, რაიან გიგზი, ნემანა ვიდიჩი და სხვები. საბოლოო მომენტში ტრამვის გამო, მოედანზე ვერ მოახერხა გასვლა რაფაელ ვან დერ ვარტმა.

მატჩის დაწყებამდე ედვინი მოედანზე თავის შვილებთან ერთად გავიდა. პუბლიკა ოვაციებით შეხვდა ფერგიუსონსაც. თავად თამაში კი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. ვარსკვლავებმა ვან დერ საარის გუნდიდან, შეუდარებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის პირველ ნახევარში მაყურებულმა გატანილი გოლები ვერ იხილა. მეორე ნახევარში ლუი საამ ანგარიშის გახსნა მოახერხა, თუმცა ბერიგტერმა მალევე გაათანაბრა. სიხარული ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და ბერგკამპმა ყოველივეს წერტილი დაუსვა, – ვან დერ სარის გუნდმა თამაში ანგარიშით, 2:1 მოიგო. მატჩის შემდეგ კი გულშემატკივარმა მეკარე მოედნიდან ოვაციებით გააცილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100