სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუგზარ ჭეიშვილი: თუ ფედერაციის თანხები მიმართულია სადღაც, ეს ძალიან დიდი დანაშაულია ქართული კალათბურთის წინაშე

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკო ბასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5 წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ესპანელი მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეებს გაწვრთნიან. ხელშეკრულების მიხედვით, GBF „სასკი ბასკონია S.A.D“ -ს ყოველ სპორტულ სეზონზე 500, 000.00 ევროს გადაურიცხავს.

აქედან ა) 300,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 200,000.00 ევრო - ტექნიკური თანამშრომლობისთვის ან 2.100,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდება ხელშეკრულების ძალაში შესვლისას. ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად ა) 1,250,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადბისთვის; ბ) 850,000.00 ევრო - ტექნიკური მომზადებისთვის.

მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რომელიც კალათბურთის ფედერაციამ ამჟამინდელ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს გაუგზავნა, ირკვევა, რომ გრანტის მქონე მოთამაშეებიდან 9 უცხოელია და სამი ქართველი.

ანალიზის გრაფაში: "მოთამაშეები რომლებსაც აქვთ გრანტი ჩვენი ხელშეკრულებით" სიტყვასიტყვით ვკითხულობთ:

1. დანიელ ბორდინინო, კარლოს მარტინესი, ტადას ხედერკაკისი, რინალდს მალმანისი, პილლიპ პრეტრუსევი, ჯურიჯ მაკურა, არტურ კურუჩი, დავიდ პეტრუსევი, დევონ ვან ოსტრუმი;

2. ქართველი მოთამაშეები ჩვენი ხელშეკრულებით: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე, ნიკა დარბაიძე.

საეჭვო ხელშეკრულების და ფედერაციის გადაწყვეტილების შესახებ თსუ- კალათბურთელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ ჭეიშვილი საუბრობს:

„სასკო ბასკონიასთან“ დადებულ კონტრაქტს რომ წაიკითხავ არის ბრწყინვალე, აი ტაში რომ უნდა დაუკრა ისეთი. მაგრამ, წერია რომ ყველაფერი კეთდება საქართვლოსთვის, ქართველი კალათბურთელებისა და მწვრთნელებისთვის. დღესდღეობით, იქ უნდა იყოს 40 ქართველი კალათბურთელი და 6 მწვრთნელი, რისთვისაც გადარიცხულია 800 000 ევრო, მაგრამ კაცის შვილი არ არის იქ წასული. როგორც გაირკვა, ეს კეთდება ეს 9 უცხოელისთვის მაინტერესებს რატომ უნდა დაიხარჯოს უცხოელებზე?!

დღეს მე მყავს ერთი კალათბურთელი, რომელიც არის 2 მეტრი და 10 სანტიმეტრი. მოდი იმაზე დავხარჯოთ ეს თანხა. როგორც ირკვევა ის კალათბურთელები, ვისზეც თანხა იხარჯება, ხელფასებს იღებენ ესპანეთში. ამიტომ მათი დაფინასება ტყუილად გადაყრილი ფულია. რაც ჯობდა ქართველ კალათბურთელ ბავშვებს მოხმარებოდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროექტი გადასარევია, მაგრამ განხორციელებული არაფერი არ არის. ფული გადარიცხულია, მაგრად სად, რისთვის გაურკვეველია.

ერთ-ერთი კალათბურთელის, ბულაშვილის მამა გაგიჟებულია. თურმე გადარიცხულია თანხა ბულაშვილზე და პარალელურად მისის მომზადების თანხას ოჯახი იხდის... ეს თუ მართალია, ამაში შესაბამისი ორგანოები უნდა ჩაერთოს. თუ არ ვცდები, იურდიულ ენაზე ამას კრიმინალი ჰქვია.

მე საქართველოს დამსახურებული მწვრთნელო ვარ. ბევრი თაობა გვყავს აღზრდილი, მათ შორის ფაჩულია , ცქიტიშვილი, ნაკრებზე მაქვს მე საუბარი. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი. ზურაბ სამხარაძე, ვაჟა ჭკუასელი, კვარაცხელია საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები. ხომ უნდა ჩააყენონ საქმის კურსში რა ხდება? ჩამოყვანილია ორი უცხოელი, რომელიც აქ ბავშვთა კალათბურთს განაგებს. ისინი წყვეტენ ვინ მწვრთნელი გაუშვან, რატომ ხდება ასე? ხომ შეიძლება მწვრთნელთა საბჭო შეიქმნას, რომელიც გადაწყვეტს ვინ სად წავიდეს.

ევროპის საუკეთესო კალათბურთელი, დინამოს კალათბურთელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ვარ და ფედერაციისგან არასდროს ერთი მოსალოცი ბარათი არ მიმიღია.

ერთხელ წამომცდა და ვთქვი, რომ კალათბურთელების 80% ზურა სამხარაძის გაზრდილია, მის კისერზე დგას საქართველოს ნაკრები და დაუნიშნოთ 200 ლარი ხელფასი, მარტო ფაჩულია, მარკოიშვილი, შენგელია, სანიკიძე, ბურჯანაძე ყველა ამ კაცის გაზრდილია, მითხრეს, შენი გადასაწყვეტი არ არისო. ხომ შეიძლება ამ ადამიანს პატივი ვცეთ და ხელფასი დაუნიშნოთ, როცა კაპიკი არ აქვს ფედერაციიდან აღებული.

თუ ეს მართალი და თანხები მიმართულია სადღაც.... ეს ძალიან დიდი დანაშაულია ქართული კალათბურთის წინაშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100