სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნენად ლალოვიჩი ლუკა კურტანიძის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებს

მსოფლიო გაერთიანებული ჭიდაობის ხელმძღვანელი ნენად ლალოვიჩი საქართველოში იმყოფება. მისი ვიზიტი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება.

ნენად ლალოვიჩი ლუკა კურტანიძის პოზიციას მხარდაჭერას უცხადებს. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პირველად საქართველოში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი, სწორედ ლუკა კურტანიძის ავტორიტეტის, მის პროფესიონალიზმის და სამართლიანობის დამსახურებაა - აღნიშნავს ნენად ლალოვიჩი. მისივე თქმით ლუკა კურტანიძის საქმიანობის შეფასება მისაბაძია ძალიან ბევრი ქვეყნის ფედერაციებისათვის. „ის, რაც მან ამ უმოკლეს დროში გააკეთდა ნამდვილად იწვევს აღფრთოვანებას და ის უპრეცედენტო მასშტაბები, რაც ლუკამ ჭიდაობის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გასწია ნამდვილად იმსახურებს შექებას, ნდობას დადა მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან“ - აცხადებს ლალოვიჩი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100