სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი ბოდიბილდერი ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს ბოდიბილდინგის ეროვნული ნაკრების წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ესპანეთის ქალაქ სანტა-სუსანაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ევროპის 40-მდე ქვეყნის საუკეთესო ბოდიბილდერები გამოდიოდნენ სხვადასხვა კატეგორიებში.

კლასიკურ ბოდიბილდინგში, 168 სმ. სიმაღლის სპორტსმენებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ირაკლი გაგუამ, 180 სმ. სიმაღლის სპორტსმენთა შორის კი ძალები ზურაბ ბოხუამ მოსინჯა, რომელიც საპრიზო ადგილებს მიღმა დარჩა.

საქართველოს ბოდიბილდინგის ფედერაციის პრეზიდენტის - კოტე მაცაბერიძის თქმით, ირაკლი გაგუას მიღწევა განსაკუთრებული შედეგია ქართული ბოდიბილდინგის ისტორიაში.

საქართველოს ნაკრების წევრები სამომავლოდ მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოემზადებიან, უახლოესი ტურნირი კი სპორტსმენებს 31 მაისს ელით, როდესაც გლდანში მდებარე ახმეტელის სახელობის თეატრი საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100