სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"წითელი ეშმაკუნები" პრემიერლიგის ტრიუმფატორები არიან

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. ჩემპიონის ტიტული მათ "ბლექბერნთან" მოპოვებული ქულის შემდეგ გაინაღდეს. ბოლო ტურის წინ "წითელ ეშმაკუნებს" 77 ქულა დაუგროვდათ და მეორეადგილოსან "ჩელსის" 7 ქულით უსწრებენ.

ინგლისის ჩემპიონის ტიტულების რიცხვით (19), მანჩესტერელებმა "ლივერპულს" გადაუსწრეს. აღსანიშნავია, რომ 1986 წლიდან გუნდს დღემდე შეუცვლელად წვრთნის მისი თავკაცი ალექს ფერგიუსონი. შოტლანდიელი სპეციალისტის ხელში, "მანჩესტერი" პრემიერლიგის გამარჯვებულის ტიტულს 12-ჯერ დაეუფლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100