მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
სარეკლამო ადგილი - 5
200 x 120
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ბლოგები
ლი­ბე­რა­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში
ახლა კითხულობენ

ქართველ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია  

არგენტინაში ლიონელ მესის მუზეუმი იხსნება  

ქართველი ბოდიბილდერი ევროპის ჩემპიონი გახდა  

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალს ქუთაისი უმასპინძლებს  

კრიშტიანუ რონალდუს ახალი მანქანა ჰყავს, თან ისეთი მაგარი ენა ჩაგივარდებათ  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 

საახალწლო შეთავაზება პრემიუმ აღჭურვის სპორტიჯზე 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
კადიროვმა მარადონა დაამარცხა – პოლიტიკურ–საფეხბურთო ფოტორეპორტაჟი გროზნოდან
ლუკა მენაბდე
18:31 12.05.2011

ეტყობა, სულ მალე, გაზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ჩეჩნეთის ლიდერზე, რამზან კადიროვზე სრულიად საფეხბურთო სამყარო დაიწყებს ნადირობას. მერე რა, რომ წონა, სიმაღლე, სისწრაფე და სხვა მონაცემები არ უწყობს ხელს – ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს აქვს ის, რაც არა აქვს არცერთ სხვა ფეხბურთელს მსოფლიოში: იგი პუტინის რჩეულია და რუსეთის პრემიერი მისთვის სულსა და ფულს არ იშურებს.

როცა ფული, გავლენა და პუტინის „ლუბიმჩიკობა“ გიმაგრებს ზურგს, შეიძლება ნამდვილ საფეხბურთო ორთაბრძოლაში ჯერ ბრაზილიის ნაკრები დაამარცხო შენი ხელქვეითების მხარდამხარ, მერე კი თვით ლეგენდარული დიეგო მარადონა – მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად.

იმის შესახებ, რომ რამზან კადიროვს ჩეჩნეთში მწვრთნელად მარადონას ჩაყვანა სურს, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. მანამდე ის თეტრალიზებულ წარმოდგენებს აწყობს: ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ გუნდ „კავკაზთან“ ერთად ვარსკვლავებს ეთამაშება – ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

არ ვიცი, ვარსკვლავები ვერ ან არ თამაშობენ კარგად თუ კადიროვის სახით წააგო ფეხბურთმა იმდენივე, რამდენიც მოიგო რუსულმა პოლიტიკამ, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ ბრაზილიის ნაკრებს მოუგო თავისი ხელქვეითებით, გუშინ კი მარადონას და კომპანიას ასროლინა კუდებით ქვები. მართალია, თვითონ გუშინ ვერ გაიტანა, მაგრამ სამაგიეროდ, ბრაზილიელებისთვის ტოლი არ დაუდია...

გროზნო გუშინდელი სანახაობისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ამ სამზადისში არამარტო კადიროვის და მისი ხელქვეითების ყოველდღიური ვარჯიშები, არამედ მოსკოვიდან სპეცრაზმელების დამატებითი ძალების გამოგზავნაც შედიოდა. გროზნოს ცენტრში ჯერ კიდევ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე აღიმართა უზარმაზარი ბილბორდი მარადონას გამოსახულებით და სტუმართმოყვრული წარწერით.

კადიროვს ლამაზი სანახაობის მოწყობა სურდა და ამისთვის არც თავი და არც პუტინის ფული არ დაუზოგავს. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ არა სპორტული, არამედ პოლიტიკური დატვირთვის მატჩი იყო: მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელების ჩამოსვლით კადიროვი და მისი შეფი, პუტინი ცდილობენ, მსოფლიოს აჩვენონ, რომ ჩეჩნეთში სიწყნარეა და გროზნოში ჩასვლა უსაფრთხოა.

ნიშანდობლივია, რომ მამამისის სახელობის სპორტული კომპლექსის შესასვლელთან, რომელშიც გროზნოს ახალი სტადიონი შედის და რომლის გახსნასაც გუშინდელი მატჩი დაემთხვა, რამზან კადიროვმა პუტინისა და ახმედ–ჰაჯი კადიროვის უზარმაზარი პლაკატი–პორტრეტები გამოატანინა: როგორც წესი, ქვეყნის პრეზიდენტის, ანუ მედვედევის პორტრეტი უნდა გამოეფინათ.

თამაშის დაწყებამდე ფეიერვერკი მოაწყვეს. სტადიონი გადაჭედილი იყო – ხალხმა მოსვლა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ძალიან ბევრი გულშემატკივარი გარეთ დარჩა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, გახსნაში მონაწილეობდნენ უცხოელი საესტრადო შემსრულებლებიც, მათ შორის – ტოტო კუტუნიო. კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი: თამაშის დაწყებამდეც და მსვლელობის დროსაც სტადიონზე საჩუქრად რიგდებოდა თეთრი საფეხბურთო მაისურები, რომლებსაც ზურგზე ჰქონდა წარწერა: „რუსეთი – მსოფლიო ჩემპიონი 2018“.

„კავკაზის“ შემადგენლობის დასახელება არ ღირს – იქ ცნობილი არავინ იყო, რინატ დასაევისა და რამზან კადიროვის გარდა. რაც შეეხება მსოფლიო ვარსკვლავთა ნაკრებს, ისინი მოედანზე შემდეგი შემადგენლობით გავიდნენ: დიეგო მარადონა, დიდა, ფაბიენ ბარტეზი, ნიკოლა ამორუზო, ალესანდრო კოსტაკურტა,ფრანკო ბარეზი, ლუიშ ფიგუ, ივან სამორანო,ალენ ბოგოსიანი, ჟან–პიერ პაპენი, რობი ფაულერი,ენცო ფრანჩესკოლი, კრისტიან ვიერი, რობერტო აიალა, სტივ მაკმანამანი.

აზრი არც თამაშის აღწერას აქვს: იგი მთლიანად სანახაობრივ მხარეზე იყო გათვლილი და ადგილობრივმა გუნდმა 5:2 გაიმარჯვა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მატჩში კადიროვს გოლი არ გაუტანია. სამაგიეროდ, მარადონამ გაიტანა.

„მე არ მიფიქრია იმაზე, საშიში იყო თუ არა გროზნოში ჩასვლა. მომწონს მოედანზე გასვლა ჩემს ყოფილ თანაკლუბელებთან და ნაკრების პარტნიორებთან ერთად. ეს იყო საინტერესო მატჩი, სადაც კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, დავამტკიცო, თუ რა შემიძლია. ფეხბურთის გარდა არაფერზე ვფიქრობდი“, – თქვა მატჩის დასრულების შემდეგ ლუიშ ფიგუმ.

„მომეწონა ატმოსფერო, რომელიც სტადიონზე იყო. არცთუ ურიგო დღესასწაული გამოვიდა. ყოფილ პარტნიორებთან თამაში ყოველთვის საინტერესო და სასიამოვნოა. მგონი, ცუდად არ გვითამაშია. კარგი განწყობილება იყო და ეს მიხარია. მე კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა „მილანის“ ლეგენდამ – ფრანკო ბარეზიმ.

გროზნოში მეორე სპორტულ–პოლიტიკურმა თოქ–შოუმაც მშვიდობიანად ჩაიარა. კადიროვი კი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და კიდევ ბევრი საფეხბურთო სიურპრიზის მოწყობაზე ფიქრობს.











კომენტარი     ბეჭდვა  

2011-05-14 10:43:21
ძლიერი პიარ აქცია მოაწყო ამ კადიროვმა!
ყოჩაღ მაგას ამ საქმეში...

.....2011-05-14 11:13:17
გროზნო ნახეთ როგორ შენდება .... ამ კაცს უყვარს თავისი ერი

shalva2011-06-15 00:29:03
shendeba magram rad ginda roza moundebat rusebs mashin daungreven!-kadirov ki erti chveulebrivi parazitia...

shalva2011-06-15 00:30:47
maradona kide dgeobis musikantivit kvelgan dadis sadaz kokainis fuls mizemen!

სააკი2011-07-27 15:57:32
რუსეთი მაგრად ვითარდება და . ..ქართველებს რო კითხო 5ცელიც დაიცადეთ და რუსეთი დაინგრევაოო. . .ზუსტატაც ევრო კავშირი დაინგრევა 5ცელიცადს

გუბაზი2011-09-13 09:21:43
ვააა რა კომენტარებია......კადიროვი რა ნაგავიცაა კარგად ვიცი მარა, ეს მარადონა ვაბშე გალიმი პრ..ია.

ანტიფაშისტი2012-12-29 21:37:12
ფული სემოაკლდატ ამ ტრულაილებს თუ რა უნდათ ამ მკვლელებით სავსე გროზნოში?

ანტიფაშისტი2012-12-29 21:37:24
ეგ კადიროვი კარგი ვიციტ რა ტურაცაა

ანტიფაშისტი2012-12-29 21:40:08
ეგ კადიროვი კარგი ვიციტ რა ტურაცაა მაგრამ ესცნობილი ფეხბურთელები რამ და.....ლ.ვ....თ?
ფული სემოაკლდატ ამ ტრულაილებს თუ რა უნდათ ამ მკვლელებით სავსე გროზნოში?

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი