სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 დაღუპული და 12 დაშავებული - ავიაკატასტროფა უკრაინაში

ავიაკატასტროფა უკრაინაში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ოდესიდან დონეცკში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა, შემდეგ კი ცეცხლი მოედო.

შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილზე უკვე დასრულებულია. ამოღებულია თვითმფრინავის "შავი ყუთი".

წინასწარი ვერსიით, შემთხვევის მიზეზი თვითმფრინავის ძრავთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. ამ დროისთვის მუშაობა დონეცკის საერთაშორისო აეროპორტში დროებით შეწყვეტილია.

"ან 24-ის" ტიპის თვითმფრინავის ბორტზე ავიაკატასტროფისას სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა. მგზავრები ფეხბურთის გულშემატკივრები იყვნენ და უკრაინის "შახტარისა" და დორტმუნდის "ბორუსიის" თამაშზე დასასწრებად მიდიოდნენ.

ფეხბურთელებმა ინციდენტისას დაღუპულებს პატივი თამაშამდე წუთიერი დუმილით მიაგეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100