სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ გახდება რომის პაპი?

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ 28 თებერვალს რომის პაპი ბენედიქტ XVI გადადგება, მთელს მსოფლიოში დაისვა კითხვა: ვინ დაიკავებს მის ადგილს?

აღნიშნული შეკითხვის ზუსტი პაუხი უცნობია, თუმცა სავარაუდო კანდიდატების შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელდა.

გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პაპის ადგილს ლათინო ამერიკელი სამღვდელო პირი დაიკავებს. აქ ფავორიტებად სახელდებიან: ბრაზილიელი არქიეპისკოპოსი ადილუ შერევა და არგენტინელი ლეონარდო სანდი.

რეალურ კანდიდატებს შორის ასევე არიან, მილანის არქიეპისკოპოსი ანჯელო სკოლა, ვენეციის ყოფილი პატრიარქი და პაპის საბჭოს მრჩეველი კულტურის საკითხებში კარდინალი ჯანფრანკო რავანი.

პირველად მსოფლიოს ისტორიაში, არის შანსი, რომ პონტიფიკი შავკანიანი გახდეს, საუბარია კარდინალ პეტერ კოდვო ტერკსონზე.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ გადადგომის მიზეზად ასაკი დაასახელა, მისი განმარტებით ჯანმრთელობა მას საშუალებას არ აძლევს საკუთარი მოვალეობები ისე შეასრულოს როგორც საჭიროა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100