სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპროტესტო აქცია ქუთაისში

ზესტაფონის ბაზრის მოვაჭრეების პროტესტი გრძელდება. მათ დღეს აქცია ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან გამართეს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ მიმართ გრძელდება შანტაჟი და მუქარა, რომ დატოვონ ძველი ბაზრის ტერიტორია და გადავიდნენ ახალ ბაზარში, სადაც მუშაობისთვის საჭირო პირობები არ არის შექმნილი. 

მოვაჭრეები ზეწოლაში ძმებ სამადაშვილებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ბაზრის ძველი ტერიტორიის დასაკუთრებით არიან დაინტერესებულები, სადაც მათი თქმით, ძვირფასი ლითონები მოიპოვება. 

აქციის მონაწილეები დახმარებას პრემიერს და პარლამენტარებს სთხოვენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100