4 თებერვალი - კიბოს მსოფლიო დღე

დღეს კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება იმისათვის, კიბოს საერთაშორისო კონტროლის კავშირისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, თუკი კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ”გადამჭრელი ნაბიჯები” გადაიდგმება, ყოველ წელს 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა იქნება შესაძლებელია.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ადამიანები გაზრდიან კიბოთი დაავადების თავიდან აცილების შანსებს, თუკი არ მოწევენ, არ ექნებათ ჭარბი წონა, ყოველდღე ივარჯიშებენ, მიიღებენ მეტ ხილსა და ბოსტნეულს, ზომიერად მოიხმარენ ალკოჰოლს და მოერიდებიან მზეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 2008 წელს კიბო მსოფლიოში 7,6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ანუ სიკვდილიანობის შემთხვევების დაახლოებით 13%-ის მიზეზი იყო.

კომენტარი