სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თბილისის მიკროავტობუსმა" შესაძლოა, ახალი მძღოლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს

"თბილისის მიკროავტობუსმა" შესაძლოა, მძღოლებთან იჯარის ხელშეკრულება გააუქმოს და ახალი მძღოლების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადოს.

როგორც დღეს სასტუმრო "ჰოლოდეი ინში" გამართულ ბრიფინგზე კომპანიის დირექტორმა გიგლა ჯაბიშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღეა კომპანიის ხელმძღვანელობა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს გაფიცულ მძღოლებთან და გათვალისწინებული იყო მათი არაერთი მოთხოვნა, თუმცა შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. მისივე თქმით, მძღოლების ბოლო მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სრული ყოველდღიური გადასახადი შემცირდეს 30%-ით, რაც თითოეულ მძღოლზე ორ კვირაში შემოსავლის 300-დან 600 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს, კომპანიას ფინანსურ ზარალს მოუტანს და ამის განხორციელება შეუძლებელია.

"ამის მიუხედავად, კომპანიის ხელმძვანელობა მზად არის, 3 დღის განმავლობაში კიდევ აწარმოოს აქტიური მოლაპარაკებები გაფიცულებთან. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, შპს "თბილისის მიკროავტობუსი" იძულებული იქნება, გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება მძღოლებთან და გამოაცხადოს კონკურსი, რის შედეგადაც მოხდება ახალი მძღოლების შერჩევა. ჩვენ ვითვალისწინებთ დედაქალაქის მოსახლეობის მოთხოვნასაც და ვერ დავუშვებთ, რომ თბილისი იყოს პარალიზებულ", - აღნიშნა ჯაბიშვილმა.

მისივე თქმით, "თბილისის მიკროავტობუსმა" 2011 წელს გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რის შედეგადაც 20 წლის ვადით თბილისის ადმინისტრაცუილ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მოიპოვა. როგორც ჯაბიშვილმა აღნიშნა, შპს "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ შემოყვანილი "ფორდის" მარკის ყვითელი მიკროავტობუსები აღჭურვილია თანამედროვე სისტემით რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მგზავრის უსაფრთხო გადაადგილებას.

"საქმიანობის მანძილზე კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობასა და მოიჯარე მძღოლებს შორის იყო მუდმივი კომუნიკაცია და ხდებოდა მათი მოთხოვნების დაკმაყოფლება, კომპანიაში განხორციელდა 100 მილიონ ლარზე ინვესტიცია, დასაქმებულია 5 000-მდე მოქალაქე, მძღოლების ჩათვლით. საქრათველოს ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილია 10 მილიონამდე ლარი,", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მან აღნიშნა, შპს "თბილისის მიკაორვატობიუსის" მფლობელია ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია და კომპანიასთან სხვა პირებს შეხება არ აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100