სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლეხების საპროტესტო აქცია კახეთში

გლეხების პროტესტი კახეთში - ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მოსახლეობამ ლაგოდეხიდან თბილისისკენ მიმავალი მაგისტრალი გადაკეტა.

ისინი ზარალის დამთვლელი ახალი კომისიის შექმნას, დაზარალებული მოსახლეობის სიების მუნიციპალიტეტში გამოქვეყნებას და კუთვნილი კომპენსაციების დროულად და სრულად გაცემას ითხოვენ.

გლეხებთან შესახვედრად ადგილზე მივიდა სოფელ ჭიკაანის რწმუნებული, რომელმაც შეკრებილებს განუცხადა, რომ სიები სოფელში დღეს გამოიკვრება. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებმაც გზის გახსნა მოახერხეს, რასაც გლეხებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივებმა დილიდან აქცია სოფლის ცენტრში გამართეს. ისინი ბრალდებებს ზარალის დამთვლელ კომისიას უყენებენ და აცხადებენ, რომ ფულად დახმარებას მოსახლეობა შერჩევით იღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100