სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან

მიხეილ სააკაშვილმა კონსტანტინეპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოსს, მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოს პირველს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის სახელით, მსოფლიო პატრიარქისა და უწმინდესის საპატივსაცემულოდ საზეიმო ვახშამი გაიმართა, სადაც ამაღლების ტაძრის მგალობელთა გუნდისა და სოფო ნიჟარაძის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგელობელი - „წმინდაო ძლიერო“ შესრულდა. უწმინდესმა ვახშამზე, მის მიერ შექმნილი ღვთისმშობლის საგალობლის ისტორიაც გაიხსენა და ღვთისმშობლის სახელით ქვეყანა, ერი, პრეზიდენტი და დამსწრე სტუმრები დალოცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100