სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა და დევნილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. პოლიტპატიმრის სტატუსის მოთხოვნით პარლამენტსა და სტატუსის მინიჭების სამუშაო ჯგუფს 80-მდე პირმა უკვე მიმართა.

საკანონმდებლო ორგანო ახალი სიის განხილვას მუშაობის განახლებისთანავე შეუდგება. პოლიტპატიმართა ახალ სიას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტშიც განიხილავენ.

ახალ სიაში შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილი, ლევან მამალაძე, ემზარ კვიციანი და იგორ გიორგაძეც შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სტატუსის მინიჭება ასლან აბაშიძესაც სურს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100