სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საახალწლო შუშხუნებით თბილისში 22 ადამიანი დაიწვა

საახალწლო შუშხუნებისა და პიროტექნიკის მოხმარების წესების დარღვევის გამო, დამწვრობის ცენტრს 22-მა მოქალაქემ მიმართა.

როგორც დამწვრობის ცენტრში აცხადებენ, ბოლო სამი დღის განმავლობაში ამბულატორული მკურნალობა 18 ბავშვსა და ოთხ მოზრდილს დასჭირდა, რომლებსაც საახალწლო პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო სახე, ქუთუთოები და ხელის მტევნები დაუზიანდათ.

ყველა პაციენტი ამბულატორულ მკურნალობას გადის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100