სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალები საჯარო გახდება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა უახლოეს დღეებში ახალ დეტალებს გაასაჯაროებს.

წულუკიანი იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის საქმეზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს და საჭიროების შემთხვევაში, მისი ექსტრადაციაც მოხდეს.

წულუკიანი აცხადებს, რომ ყველა ზომას მიიღებენ, რათა იმ დეპუტატებმა, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებში ჩვენების მისაცემად დაბარებულნი არიან და არ ცხადდებიან, გამოძიებას ჩვენება მისცენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100