მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
ყველაზე კითხვადი სტატია
სარეკლამო ადგილი - 5
200 x 120
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345
ბლოგები
9 ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი 30 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის­გან
ახლა კითხულობენ

თბილისში დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარ უბედურ შემთხვევას ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა  

როგორ გადაურჩა მხედრიონელი დოდო გუგეშაშვილი ოსი და აფხაზი სეპარატისტებისგან გაუპატიურებას და რა საიდუმლოს მალავს ის  

"მარკეტის მენჯერს ეხვეწებოდა კვერცხი და პური გამატანე 13- მდე პენსიის დღეს აუცილებლად მოვიტანო"  

2017 წლის პირველ დღეებში Spin&Win ფუნქციის ზედიზედ 2 „საგზური ოცნების მატჩზე“ გათამაშდა!  

აუცილებელია ძვლის გადანერგვა სიარული შეძლოს - "კომედი შოუს" მსახიობს დახმარება სჭირდება  
სარეკლამო ადგილი - 7
200 x 120

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 

2017 წლის კია ნირო გინესის რეკორდსმენია, როგორც ყველაზე ნაკლები საწვავის მოხმარების მქონე ჰიბრიდული მანქანა 

საახალწლო შეთავაზება პრემიუმ აღჭურვის სპორტიჯზე 
სარეკლამო ადგილი - 8
200 x 336
სარეკლამო ადგილი - 12
200 x 120
უამინდობა საქართველოში
droni.ge
10:50 17.12.2012

მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა გომბორის უღელტეხილზე, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

საპატრულო პოლიციის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, გომბორის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რაც შეეხება ბაკურციხე-თბილისის მთავარ მაგისტრალს, საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, აქ ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო შეზღუდვებია დაწესებული გუდაური-კობის მონაკვეთსა და ჯვრის უღელტეხილზე. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

რაც შეეხება რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებს, საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე შეზღუდვები არ მოქმედებს და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერმა ყინვამ პრობლემები შეუქმნა ავტოტრანსპორტის მოძრაობას რუსთავშიც. გვიან ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის ცენტრალური ხიდი გადაიკეტა, რამაც საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობი შექმნა. მოძრაობის აღდგენა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც შესაბამისმა სამსახურებმა გზებზე ტექნიკური მარილი დაყარეს. ავტოტრანსპორტის გადაადგილებას მთელი ღამის განმავლობაში საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

საქართველოში ტემპერატურის ვარდნა და თოვა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში თოვა დღესაც შენარჩუნდება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

თბილისში მოსალოდნელია მცირე თოვა, ღამით კი ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 19 დეკემბრიდან ვარაუდობენ.

კომენტარი     ბეჭდვა  

ზვიადისტი2012-12-17 10:58:56
ეს უამინდობაც ამათი ბრალია.... რუსეთიდან ჩამოუტანიათ ჩუმად, ეგონა ნვერ მივხვდებოდით?

2012-12-17 11:08:51
რა უბედურებაა, თბილისში თუ გაავდარდა, ამბობენ საქართველოში გაავდარდაო. მარტო თბილისია საქართველო?

ზვიადისტი2012-12-17 11:16:13
თბილისი აკონტროლებს პოლიტიკურ ამინდსაც, მთელ საქართველოში

antibiotik2012-12-17 13:37:38
antibiotiki 2011-11-27 10:49:16
ანტიბიიოტიკი

ათოვს ჩემს კივილს,
ათოვს შენს თვალებს,
ათოვს ტკივილს და
ჩემს ვალებს ათოვს.

დაეპატრონა ყველაფრს თოვლი
და ყვლეფს სხვა ფერებს,
ჩემგან ნაფერებს,
სითეთრით
ჟამი.

და მოსასხამი-
ჩემი ბავშვობა
სულს ღაფავს
თოვლში.

antibiotik2012-12-17 13:39:39
მაბრმავებს თეთრი...
ვეღარ გხედავ
ზღვის თეთრ
ტალღებში.
ალუბლებიც კი
გახვეულან
თეთრით
თალხებში.

antibiotik2012-12-17 13:40:32
და ვეღარ ვხედავ შენს ხმას
სხვა ხმებში,
რომ ირეკLება
სულ სხვა სარკეში.
ჯობდა გამეშვი
და ერთი პეშვი
ჩემი ბავშვობა
არ დამეღვარა.

სჯობდა თუ არა?
ახლა რაღა ვქნა,
თუ იუარა
ჩემთან შეხვედრა?
განა ვედრებით
გავხდები რამეს?
გამათევინებს
განა თათრ ღამეს
ერთი ფირფიტა,
უკუბრუნვით რომ გამოიფიტა?

antibiotik2012-12-17 13:41:28
ერთი ღამე რომ
წამოიკიდა და ფეხს ითრევს
ერთი მოტივი-
მიტოვებული პატარა ბავშვი.

-ნუ მთხოვ სიმღერას.
ამომევსო პირი
ფიფქებით.
გაჭაღარავდნენ თეთრით ფიქრები
და ოცნებებსაც
როგორც ჟამი
მოედო თეთრი....
და ერთადერთი
ჩემი ბავშვობა-
სამშობლოსავით
შორეული
და მიუვალი
დარჩა
ფერადი.

და ორეული
ხელისქნევით
მეძახის თოვლში.
და მეც სითეთრით დაბრმავებული
განტენბაინის უმწეო როლში
სულს ვითრევ უკან:
წინ-ბავშვობაში
და ნაცნობ ხმაში
ვეძებ ნაკვალევს./ავტორი ანტიბიიიიიიოტიკი/

antibiotik2012-12-17 13:52:46
antibiotik 2011-12-02 17:38:32
ისევ თოვს და...თოვს



"თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!"/გალაკტიონი/

ჩამოიშალა ყველა ფერი და
გაშალა ფრთები
მხოლოდ ერთმა-
ფერმკრთალმა თეთრმა.

გაჩერდა ყველა კარუსელი
მოძრაობენ მხოლოდ ფიფქები
გულისამრევად ყოვლისმომცველი
ირგვლივ მხოლოდ ერთი ფერია.
გაუჩინარდა ჩემი ფერია
და ყველაფერი
არაფერია.


ო ღმერთო,
ჩემო!
ნუთუ, ესეც არა ფერია?
უკეთუ, ესეც არაფერია,
არც არაფერი
ყოფილა რამე.

მიხსენი ღამევ!

ღამევ, მიხსენი!
ჩამომაშორე სითეთრის სენი,
ან ამიხსენი
რად ვერ ერევი ამ
თეთრ ფარდებს
შენც რომ გიფარდებს?

ან მთვარე რატომ ვერ პოულობს
დამარხულ ვარდებს?
ან ეს სითეთრე, დაუსაბამო,
სანამ ვატარო?
ან სად დავაბა
ღრუბლადქცეული
უბელო კვიცი?
თოვლის სიჭარბით
დაბერებული?


ჩაკვდა სიცოცხლე,
ჩააქრეს ბნელი
და ნაბიჯები
მძიმე და ნელი..
უკუღმა ჩანს
თოვლის საფარში.

გაშინაურდნენ
ღრუბლადქცეულ
ცხენის
ფა ფარში
უპარდონო
თოვლის ფიფქები.

თოვლ-გადაცმული,
თოვლში ჯვარცმული,
ფიქრზე აცმული,
ფიფქით დაბმული,
ვიხრჩობი ფერთა უკმარისობით.

და ჰაერივით
მჭირდება
სხვათა
ცისარტყელათა
ყელზე მოხვევა..
ამ კატარაქტის
თვალთ ჩამოხევა.


დადე ფირფიტა!
მომაშორე თოვლის ფარფატი.
კვლავ ერთი ფშატი
-პატარა კვიცი
ვიცი,
მეძახის
ბავშვი პატარა,
ცისარტყელამ რომ
ხელით ატარა
და თოვლმა
ჯერ რომ ვერ გადაფარა

კვლავ უკითხავად ჩემს ფირფიტას
ხელს ავლებს თოვლი.

განუკითხავად
უსასრულო თეთრ უდაბნოში
მსუყე ფიფქები
მიდგანან კვალში...

ტრიალებს უკან
კარუსელი
ჩემი ცხოვრების
ვერცხლის ბილიკზე
და მოტივი მკარნახობს მანძილს
და სიზმარი არ მაცლის
სხვა ძილს.




და სისხლის კვალი
ერთადერთია
სხვა ფერი
თეთრში.
''ქუჩაში მტვერში"
გაჰკივის ბავშვი
და ხმას ედება თეთრი ეთერში./ავტორი ანტიბიიიიიიიიიიიიიიიიიოტიკი/

2012-12-17 15:39:30
არ

ეკუსი2012-12-17 16:58:31
მოვიდა რუსული ყინვა. ეს გინდოდათ, არა? :))))))))


თქვე რუსეთუმეებო. :)))))

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი