სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია თელავში

თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის გოგონა დაშავდა.

"ვაზ 2109" მარკის ავტომობილი მოზარდს მაშინ შეეჯახა, როცა ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მცირეწლოვანი სხეულის მრავლობითი დაზიანებით უგონო მდგომარეობაში თელავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. თუმცა მოგვიანებით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზარდი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადმოიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100