სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა ღამის კლუბ „დრაკონში“ (ვიდეო)

რედაქცია გაფრთხილებთ: არასრულწლოვნებისთვის და სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირთათვის აღნიშნული ვიდეომასალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი.

იაკუტიაში მდებარე საკმაოდ პოპულარული ღამის კლუბი „დრაკონი“ მომხდარი მკვლელობის შემდეგ დაიხურა. მკვლელობა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, შედეგად კი რამდენიმე ეჭვმიტანილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცი მეგობრებთან ერთად დასასვენებლად მივიდა. შედეგად კი რამდენიმე მამაკაცთან ხელჩართული ჩხუბი მოუვიდა.შედეგი სავალალო აღმოჩნდა. გარჩევის შედეგად ახალგაზრდა დაიღუპა.

აღნიშნული ვიდეომასალის განსაკუთრებულ სკანდალურობას კი ის განაპირობებს, რომ ჩხუბში კლუბის დაცვის წევრები არ ჩარეულან. ისინი ამ ყოველივეს თვითმხილველის პოზიციიდან აკვირდებოდნენ და მამაკაცის გადარჩენას არც კი ცდილობდნენ.

სამართალდამცავები ჩხუბის წარმოქმნის მიზეზს განიხილავენ, ინცინდენტში მონაწილე რამდენიმე ეჭვმიტანილი ამ დროისათვის სასჯელარსრულებით დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100