ნანუკა ჟორჟოლიანი: მალე მეც მომიწევს დამშვიდობება მაყურებელთან

ტელეკომპანია „იმედი“ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ დახურვას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს გადაცემის წამყვანმა თავად განუცხადა.

ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არხის მენეჯმენტში არაფერი იცვლება. უბრალოდ „იმედი“ აქცენტს პოლიტიკურ თოქ-შოუებზე და საინფორმაციო გამოშვებებზე გააკეთებს.

რაც შეეხება „ნანუკას შოუს“ ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის ძალიან რთულად აღსაქმელი აღმოჩნდა.

„სეზონის რამდენიმე გადაცემა უკვე ჩაწერილია, გადაცემა უკვე შეძენილი აქვთ სპონსორებს და არსებობს ვალდებულებები. მოკლედ მივალთ ამ სეზონის ბოლომდე. მაქვს სხვა საინტერესო შემოთავაზება, მაგრამ მანამდე ეს სეზონი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ფაქტობრივად მალე მეც მომიწევს დამშვიდობება მაყურებელთან“,- აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

რა გეგმები აქვს ცნობილ ტელეწამყვანს ჯერჯერობით უცნობია.

„ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ ბოლო რამოდენიმე წელია არხის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება.

კომენტარი