მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE" Contact
ყველაზე კითხვადი სტატია
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
„და­გი­ლა­ი­ქა?“ – „ა­რა, და­მი­კო­მენ­ტა...“
ახლა კითხულობენ

გაზის ტარიფი 5 თეთრით შემცირდა  

საშინელი მანიპულაცია – გოგონათა წინადაცვეთა  

"ალანია" თუ "ოსეთი" ?- ე.წ. სამხრეთ ოსეთი შესაძლოა "ალანია" გახდეს  

ცესკოს პირველადი მონაცემები სამეგრელოში  

როგორ მოექცნენ სინამდვილეში თუშები გეი–ტურისტებს ზაფხულში  

წავიდა და დაიკარგა, აფხაზეთთან ერთად დაიკარგა... 

„სცენის ეპოქალური დედოფალი“ სოფიკო ჭიაურელი... 

ასე იხსნა აკაკი წერეთელმა პოლიციისგან ქურდი 

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია-პოლიციის მანქანები დუბაიში 

მსოფლიოს საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი 

ის მსოფლიოს ყველაზე სწრაფი კაბრიოლეტია 
22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დრონი.ჯი
12:30 22.09.2012

ვერძი: დღეს თქვენი მხრიდან გამოჩენილი ცნობისმოყვარეობა ისეთი სიახლის გაგებაში შეგიწყობთ ხელს, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს თქვენზე. ამიტომ მკაცრად ნუ გააკონტროლებთ საკუთარ თავს.

კურო: თქვენი დამყოლი ხასიათით შესაძლოა სხვებმა ისარგებლონ და თქვენი იდეები მათ სასიკეთოდ გამოიყენონ. ნუ ენდობით ყველას და ნუ გერიდებათ საკუთარი პოზიციისა თუ შეხედულებების კატეგორიულად დაცვა.

ტყუპები: მხოლოდ მეგობრების წრეში გატარებული დრო, თქვენზე დადებითად არ აისახება. ნუ ცდილობთ სიზარმაცეს თავი დაუხაროთ და დღეს არსებულით დაკმაყოფილდეთ. კარგი იქნება მომავალზეც თუ იფიქრებთ.

კირჩხიბი: შესაძლოა დღეს გარშემომყოფების გულგრილმა დამოკიდებულებამ თქვენდამი გაოცება გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ და თქვენს საქმიანობას ჩვეულებრივ ტემპში განაგრძობთ.

ლომი: თქვენს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები ხდება. ეცადეთ იყოთ ამტანნი და ყოველგვარი დაბრკოლება გადაჭერით. არ შეუშინდეთ რისკს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას.

ქალწული: თუ ერთ ადგილზე დადექით და წინ ვეღარ მიიწევთ, არ შეშინდეთ და დასახმარებლად თქვენზე კომპეტენტურ ადამიანებს მიმართეთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ მათი რჩევები. ამის საფუძველზე კი ყოველგვარი დაბრკოლების გადაჭრას მარტივად შეძლებთ.

სასწორი: თქვენი ნაზი ხასიათი მოიწონეს მათ, ვინც დღეს თქვენს გარშემო ძალაუფლებას ფლობს. კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას საკუთარი ინტერესების პროგრესირებისთვის გამოიყენებთ. ეცადეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმას და დაბრკოლებებს ნუ შეუშინდებით. მიუხედავად ამისა, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კარგად დაფიქრდით.

მორიელი: შესაძლოა თქვენი ახლობლების რჩევები გაღიზიანებდეთ. ამ შემთხვევაში მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავში ეძებეთ და სხვას ნუ დააბრალებთ თქვენს ნეგატიურ განწყობას. დროა გაიზარდოთ, ნუ იქცევით პატარა ბავშვივით! თქვენს ირგვლივ არსებობს მრავალი პრობლემა, რომელთაც დაუყოვნებლივ მოგვარება ესაჭიროებათ!

მშვილდოსანი: თქვენ იმედი დაკარგეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ოდესმე მოგაქცევთ ყურადღებას. თუმცა, სიტუაცია კვლავ თქვენთვის სასიკეთოდ მობრუნდა. შესაძლოა დიდი ხნის ლოდინი მოგიწიოთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ მიღებული შედეგით მეტად კმაყოფილი დარჩებით. ამიტომ, ეცადეთ ყოველივეს შრომისმოყვარეობით მიუდგეთ და თქვენი ძალისხმევა არ დაიშუროთ.

თხის რქა: თუ თვლით, რომ ზედმეტად ბევრს ირჯებით სამსახურისთვის, ოჯახისა თუ ახლობლებისთვის, კარგი იქნება თუ თქვენს ცხოვრებაში გარკვეულ პუნქტებს შეცვლით. ეცადეთ რაც შეიძლება დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და მხოლოდ თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

მერწყული: ადამიანი, რომელსაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში შეხვდებით რაღაც მეტად პირადულს გეტყვით. ამან შესაძლოა თქვენი გაკვირვება გამოიწვიოს, მაგრამ შექმნილ სიტუაციას ცივი გონებით მიუდექით და პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით.

თევზები: გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდოს. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ, საწინააღმდეგო შეხედულებას კი მოუსმინოთ და თუ იგი თქვენთვის მიუღებელია უბრალოდ ყურადღება აღარ მიაქციოთ. ამ გზით ცხოვრებას გაიადვილებთ და ზედმეტ პრობლემებსაც არ შეიქმნით.
კომენტარი     ბეჭდვა  

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი (მაქს. 20 სიმბოლო)

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
droni.gimg@gmail.com
ტელ.: 599 877-901, 599 877-908
555 728-962
რეკლამა საიტზე
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი