სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Human Rights Watch გავრცელებულ ვიდეომასალებში ასახული მოძალადეების დასჯას ითხოვს

ვიდეომასალები, რომლებიც ორი დღის განამვლობაში ვრცელდება და სადაც ასახულია საქართველოს ციხეებში არსებული ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტები ერთნაირად შემაძრწუნებელია როგორც თავად საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ფაქტებს Human Rights Watch გამოეხმაურა და განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისეთი კრიმინალური დანაშაული, როგორიცაა სექსუალური ძალადობა სისხლის სამართლის დევნის საგანი უნდა გახდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოიფარგლოს უმნიშვნელო ადმინისტრაციული სანქციებით. ხოლო მათ, ვინც აღნიშნულ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.

შეგახსენებთ, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა ორი დღის წინ გავრცელდა. ამ ყოველივემ საყოველთაო პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა საპყრობილეების თანამშრომლების პატრულით ჩანაცვლება, თითოეული პატიმრის ოჯახის წევრებს კი ბრალდებულების ხილვა ხანმოკლე პაემნების მეშვეობით შეუძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100