სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დილა ანარგია ადილა - გოგონა საშინელი დაავადებით (ფოტო)

რედაქცია გაფრთხილებთ: სუსტი ნერვული სისტემის მქონე პირებისთვის გამოყენებული ფოტომოსალის ხილვა არ არის მიზანშეწონილი.

დილა ანარგია ადილა - გოგონა, რომელზეც არაერთხელ გავრცელებულა შემაძრწუნებელი ინფორმაცია. გოგონა ამ დროისათვის სამი წლისაა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად კრიტიკულია.

დილა ჰიდროცეფალიით იტანჯება. აღნიშნული დაავადება მაღალი ქალაშიდა წნევით არის განპირობებული, რის შედეგადაც თავის ქალა დიდი სისწრაფით იზრდება, იწვევს მხედველობისა და სმენის დაქვეითებას, ამავდროულად სხვადასხვა ფიზიკურ პათოლოგიებს. ჰიდროცეფალია ათასიდან მხოლოდ ორ ბავშვში ვლინდება.

სამი წლის გოგონა ინდოეთის ერთ-ერთ პროვინციაში, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახში ცხოვრობს. ოჯახის დღიური შემოსავალი ორ დოლარს არ აღემატება, სწორედ ამიტომ მშობლებს შვილისთვის აუცილებელი ქირურგიული ჩარევის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ.

ანარგიას მამა დახმარებას ითხოვს, იგი აღნიშნავს, რომ შვილის სიცოცხლე მისთვის უპირველესია და გოგონას გადასარჩენად დაუღალავად იბრძვის. დილას მშობლებს ადამიანების კეთილი ნების იმედი აქვთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100