30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შეძლებთ რამდენიმე დღის წინ წამოწყებული საქმის წარმატებით დასრულებას. ეს ყოველივე თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. კარგი იქნება საღამოს საათებს მეგობრებთან ერთად თუ გაატარებთ და დახარჯულ ენერგიას აღიდგენთ.

კურო: შესაძლოა ფინანსური პრობლემები შეგექმნათ. ამიტომ კარგი იქნება თქვენს ეკონომიკურ მდგომარეობას თუ გადახედავთ და პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზების ძიებას მიჰყოფთ ხელს.

ტყუპები: გახსოვდეთ, რომ ცხოვრება იდეალური ვერ იქნება. ამიტომ გარშემომყოფებზე გაბრაზების ნაცვლად, მადლიერი იყავით იმის, რომ ყოველივე ისე ცუდად არ არის როგორც შეიძლება იყოს. წვრილმან პრობლემებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ეცადეთ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული სიახლეები შეიტანოთ.

კირჩხიბი: დღეს მრავალი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ. შესაძლოა შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხნის წინ მიაბარეთ წარსულს. ეს შეხვედრა დადებითად ნამდვილად არ დაგმუხტავთ, ამიტომ ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და მსგავს ვითარებებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.

ლომი: დღეს შესაძლოა ადამიანების გარკვეული ნაწილი თქვენდამი უყურადღებობით გამოირჩეოდნენ. ამის გამო ნეგატიური განწყობის შექმნა ნამდვილად არ ღირს. ეცადეთ დაკისრებული მოვალეობები რაც შეიძლება სწრაფად შეასრულოთ და გამონთავისუფლებული დრო დასვენებას დაუთმოთ.

ქალწული: თქვენ იმაზე დიდი ენერგია გაქვთ, ვიდრე თავად ფიქრობთ, ამიტომ ეცადეთ ეს ენერგია რაციონალურად გადაანაწილოთ. კარგი იქნება რჩევებს ტქვენზე კომპეტენტურ ადამაიენბს თუ დაეკითხებით. არც მეგობრებთან გართობაზე თქვათ უარი. მსგავსი ვითარებები დაფიქრების საშუალებას მოგცემთ.

სასწორი: არ არის აუცილებელი თითოეულ წვრილმანს ზედმეტი ყურადღებით მიუდგეთ. ეცადეთ თქვენი ყურადღება რამდენიმე საქმეზე თანაბრად გადაანაწილოთ. საბოლოოდ მიხვდებით, რომ თქვენ ძალიან ძლიერი ხართ და საკუთარი თავის კონტროლი იდეალურად შეგიძლიათ.

მორიელი: ზოგადად თქვენ შეგწევთ ძალა მეტად რთული სიტუაციებიდან თავი უმტკივნეულოდ დააღწიოთ, დღეს სამწუხაროდ ისეთ პრობლემასთან შეჯახება მოგიწევთ, რომელიც ემოციურად თქვენს განადგურებას გამოიწვევს. ეს ყველაფრის დასასრული არ არის, აუცილებლად შეძლებთ ცხოვრების გარკვეული პუნქტების სუფთა ფურცლიდან დაწყებას.

მშვილდოსანი: დღეს საქმეების დასასრულებლად ჩვეულებრივზე მეტი დრო დაგჭირდებათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად გესაჭიროებათ დასვენება. დაიწყეთ ფიქრი შვებულებაზე და გამონთავისუფლებული დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ.

თხის რქა: დღეს შეძლებთ მეგობრების გარკვეულ ნაწილს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროთ. მსგავსი სიტუაცია თქვენი ხასიათის პოზიტიურობას გამოიწვევს და მიხვდებით, რომ მეგობრებს თქვენი იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეთ.

მერწყული: უკანასკნელი დროის მანძილზე ხვდებით, რომ ისეთი აქტიური აღარ ხართ, როგორიც წლის დასაწყისში იყავით. ამიტომ, ეცადეთ რამდენიმე დღით განთავისუფლებას და თავისუფალი დროის თქვენთვის საინტერესო საქმეების კეთებაში გატარებას.

თევზები: კარგი იქნება დღეს რაიმე სახის ახალ საქმეს თუ არ წამოიწყებთ, გადადეთ მსგავსი შემთხვევა ორშაბათისთვის და დღეს დრო მხოლოდ დასვენებას დაუთმეთ.

კომენტარი