სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: არასდროს არაა გვიანი შეეჭიდოთ რაიმე სიახლეს. დღეს თქვენი შრომისმოყვარეობის მაქსიმუმის გამომჟღავნებას შეძლებთ. მსგავსი სიტუაცია კი სამომავლოდ თქვენს წარმატებას განაპირობებს.

კურო: დღეს შესაძლოა ისეთ ადამიაებთან მოგიწიოთ ურთიერთობა, ვისაც ამ დრომდე ვერც კი ამჩნევდით. მსგავსი ვითარება თქვენზე დადებითად იმოქმედებს და შეიძლება ამ ადამიანების გარკვეულ ნაწილთან სამომავლოდ იმეგობროთ კიდეც.

ტყუპები: უახლოეს მომავალში ახალი სასიყვარულო თავგადასავლები გელით. დღეს კი სიჩუმესა და სიწყნარეს მიანიჭებთ უპირატესობას. ამიტომ, დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემდეგ გამონთავისუფლებულ დროს სრულ მარტოობაში თუ გაატარებთ კარგი იქნება.

კირჩხიბი: დღეს უაღრსად დიდ სიჯიუტეს გამოიჩენთ. ეს გარკვეულწილად თქვენთვის სასიკეთოც კი არის. შეძლებთ საკუთარი პოზიციების დაცვას და მსგავსი ვითარება თქვენს მომავალზე დადებითად აისახება.

ლომი: დღეს ჯგუფური სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. შეძლებთ თქვენი სიმტკიცის გამომაჟღავნებას და ჯგუფის წევრების დამორჩილებას. ეს ყოველივე თქვენზე დადებითად აისახება და თქვენს ძალისხმევას ზემდგომი პირები აუცილებლად შეამჩნევენ.

ქალწული: თქვენს ცხოვრებაში მეტად საინტერესო პერიოდი დგება. შეძლებთ არსებული პრობლემების გადაჭრას, ეს კი თქვენი ხასიათის პოზიტიურობას გამოიწვევს. ეცადეთ თქვენი მომავალი ისე დაგეგმოთ და განავითაროთ, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები კვლავ არ გაიმეოროთ.

სასწორი: თქვენი მეგობრები დღეს თქვენდამი განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენენ, ამიტომ ეცადეთ დაკისრებული მოვალეობები მაქსიმალურად სწრაფად შეასრულოთ და თავისუფალი დრო მეგობრებთან ურთიერთობას დაუთმოთ.

მორიელი: ცდილობთ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიოთ როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში. ზედმეტმა ძალისხმევამ და მიღებულმა შედეგმა შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს. მსაგვს შემთხვევაში დასახმარებლად მეგობრებსა და ახლობლებს მიაკითხეთ.

მშვილდოსანი: დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც წარსულის ტკბილი მოგონებები გაკავშირებთ. ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და ამ ადამიანს თქვენი სიხარულის დანახვის უფლება არ მისცეთ, რადგან ამ უკანასკნელმა შესაძლოა თქვენი გრძნობებით თამაში განიზრახოს.

თხის რქა: ვინც არ არის რისკის მოყვარული, ის ნაკლებად აღწევს წარმატებას. დღეს მოგიწევთ ისეთი საქმის შესრულება, რომელიც თქვენგან გარისკვას მოითხოვს. არ შეშინდეთ, გადადგით მსგავსი ნაბიჯი და საქმის დასრულებას თქვენთვის სასიკეთოდ შეძლებთ.

მერწყული: უკანასკნელი დროის მანძილზე ბევრჯერ მოგიწიათ საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე უარის თქმა. დროა მსგავსი სიტუაცია შეიცვალოს. დააყენეთ პირველ ადგილზე საკუთარი თავი და მხოლოდ შემდეგ შეუდექით სხვებისთვის თქვენი ყურადღებისა და ძალისხმევის გადანაწილებას.

თევზები: ეცადეთ დღეს მაქსიმალურად სწრაფად შეასრულოთ დაკისრებული მოვალეობები და თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ. ზედმეტი შრომა უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, ამიტომ დროა მიხედოთ საკუთარ თავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100