სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კომპიუტერი ყველასთვის" ღირს თუ არა ამ პროგრამაში ჩართვა?

"კომპიუტერი ყველასთვის" საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო.
სადკლა;სკფდასლ;ფკლ;სა
პროექტს, რომლის ინიციატორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა, კორპორაცია "ინტელი" კომპანიებთან "ალტასთან," "ალგორითმთან" და "ტაოპრივატბანკთან" ერთად ახორციელებს.
სადკლა;სკფდასლ;ფკლ;სა
პროექტის მიზანია, საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს მიეცეს საშუალება, სპეციალურ ფასად შეიძინოს სასურველი კომპიუტერი, რომლის ღირებულება ორწლიანი განვადების პირობებში, დღეში 1-დან 4 ლარამდე იქნება.
სადკლა;სკფდასლ;ფკლ;სა
პროექტის ფარგლებში, კომპიუტერების ღირებულება 548 ლარიდან იწყება და 1749 ლარამდე ადის. ამასთან, ყველაზე იაფი – 548 ლარიანი კომპიუტერის, ან ნოუთბუქის შეძენის შემთხვევაში, მყიდველმა ადგილზე თანხის 20%, ანუ 109 ლარი, უნდა გადაიხადოს, ხოლო შემდეგ 24 თვის განმავლობაში - ყოველდღიურად 85 თეთრი.
სადკლა;სკფდასლ;ფკლ;სა
ჯამში ეს თანხები 730.1 ლარს შეადგენს. შესაბამისად, მოქალაქეს კომპიუტერში არა 548, არამედ 730,1 ლარის, ანუ 182 ლარით მეტის გადახდა მოუწევს.
სადკლა;სკფდასლ;ფკლ;სა
უფრო ძვირადღირებული კომპიუტერების შეძენის მსურველები, ასევე 20%-იან პირველად შენატანს გადაიხდიან.
სადკლა;სკფდასლ;ფკლ;სა
რაც შეეხება ყოველდღიურ გადასახადს, 1749 ლარიანი კომპიუტერის შეძენის შემთხვევაში, მსურველს 2 წლის განმავლობაში, დღეში 3.41 ლარის გადახდა მოუწევს, ჯამში კი - 2839.3 ლარის, ანუ კომპიუტერის ღირებულებაზე 1090.1 ლარით მეტის; 1099 ლარიანი კომპიუტერის შეძენის მსურველები, 20%-იანი პირველადი შენატანის განხორციელების შემდეგ, 2 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 2.14 ლარს გადაიხდიან, ჯამში კი - 1782 ლარს, ანუ კომპიუტერის ღირებულებაზე 683 ლარით მეტს; შედარებით იაფი - 694 ლარიანი კომპიუტერის, ან ნოუთბუქის მყიდველები, ასევე 20%-იანი პირველადი შენატანის გადახდის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, ყოველდღიურად 1.35 ლარის გადახდით შემოიფარგლებიან, ჯამში კი ამ სახით 1124.3 ლარს, ანუ კომპიუტერის ღირებულებაზე 430.3 ლარით მეტს გადაიხდიან.

"კომპიუტერი ყველასთვის" ოფიციალურად მიმდინარე წლის 22 ოქტომბრიდან ამოქმედდება. თავდაპირველად ის თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში განხორციელდება. ამ პროგრამის ფარგლებში კომპიუტერის შეძენა მსურველთ აღნიშნულ ქალაქებში არსებულ "ალტას" და "ალგორითმის" მაღაზიებში შეეძლებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100