სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – შეეცადეთ დღის პირველი ნახევარი კომფორტულ გარემოში გაატაროთ. გარშემომყოფების წინაშე თქვენი ვალდებულებები გაიზრდება. არ არის გამორციხული, ზედამხედველობის, ან კრიტიკის ობიექტი გახდეთ.

კურო – დღის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ. განსაკუთრებული ყურადღება მკურნალობის მეთოდს მიაქციეთ. არ არის გამორიცხული, რომ დღეს დამხმარეების გარეშე მოგიწიოთ მუშაობა.

ტყუპები – დღეს უფროს მეგობართან ურთიერთობა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ რაღაცით ხართ უკმაყოფილო, გამოიჩინეთ თავაზიანობა, სამართლიანობა და დიპლომატიურობა. სამომავლო გეგმები კორექტირებას საჭიროებენ.

კირჩხიბი – დღეს აუცილებლად დაგჭირდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა დისციპლინა და მოვალეობის გრძნობა. ასევე, საკუთარი ემოციების გაკონტროლება მოგიწევთ. შესაძლოა, დამატებითი პროფესიული პასუხისმგებლობა დაგაწევთ ტვირთად. მაგალითად, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, თავად მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ლომი – დიდი ალბათობაა, რომ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. არ არის გამორიცხული, მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ. საღამოს სრულ სიმართლეს შეიტყობთ კოლეგების, ან მეგობრების შესახებ.

ქალწული – დღეს თქვენი ფინანსური და პროფესიული საქმეები ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირში იქნება. დიდი ალბათობაა, რომ ძველი დავალიანებისა და სესხების დაფარვა მოგიხდეთ. შემოსავალისა და ხარჯების დაბალანსება მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული.

სასწორი – დღეს პარტნიორი თქვენი პრინციპულობით უკმაყოფილო იქნება. გამოიჩინეთ დიპლომატიურობა და თქვენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეთ. ნუ შეეკამათებით ოპონენტებს.

მორიელი – ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისას დამატებითი სირთულეები შეგხვდებათ. გამბედაობა და ენერგიულობა დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი – თუ ეთანხმებით თეზისს, რომ თავისუფლება ეს გაცნობიერებული საჭიროებაა, პრობლემები არ გექნებათ. კარგი დღეა ორიგინალური გეგმების განსახორციელებლად

თხის რქა – დღეს თქვენს ნებისყოფას დიდი გამოცდა ელოდება. არ არის გამორიცხული კონფლიქტი თანამშრომლებთან. საოჯახო საქმეები დიდ ენერგიას წაგართმევთ. დადებითი განწყობის მიზეზი ჰობი გახდება.

მერწყული – დღეს ხანმოკლე მოგზაურობისას პატარა დაბრკოლებებს გადააწყდებით. თუმცა, ეს თქვენს გეგმებს ხელს არ შეუშლის. არ არის გამორიცხული, რომ ძველ მეგობარს ან თანამშრომელს შეხვდეთ.

თევზები – დღეს ფინანსურ საქმიანობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სანამ ახალ შენაძენს გააკეთებდეთ, კარგად დაფიქრდით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100